ინგლისი „ამინდის უპრეცედენტო პირობების“ გამო სარწყავი შლანგების გამოყენებას კრძალავს. ინფორმაციას Sky News ავრცლებს.
აკრძალვა ძალაში 24 აგვისტოდან შევა.
კომუნალური კომპანია, Thames Water, რომელიც ინგლისის უმეტესი ნაწილის წყლით მომარაგებაზე არის პასუხისმგებელი, მომხმარებლებს მოუწოდებს, რაც შეიძლება, მეტი წყალი დაზოგონ.
შლანგების გამოყენებაზე, მათ შორის ბაღის მორწყვაზე, მანქანის ან ფანჯრების, კედლების, ბილიკებისა და ეზოების რეცხვაზე შესაძლოა, 1000 ფუნტამდე ოდენობის ჯარიმა დაწესდეს.
„ჩვენ 24 საათის განმავლობაში ვმუშაობთ, რომ წყალი ყველას მიეწოდებოდეს და მომხმარებლებმა წყლის დაზოგვა მოახერხონ, მაგრამ მომავალ თვეებში პროგნოზირებული დაბალი ნალექის გამო, ახლა ჩვენ შემდეგი ნაბიჯის გადადგმა გვჭირდება გვალვის მართვის გეგმაში,“ – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
დიდ ბრიტანეთში რეკორდული სიცხისა და ისტორიულად დაბალი ნალექის გამო წყლის დონე იკლებს. არსებული მონაცემებით, ევროკავშირში ტყის ხანძრებმა უკვე რეკორდული ფართობი, 660 000 ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა. ევროპის ამჟამინდელი გვალვა ბოლო 500 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერია.
დაიხურა ათეულობით სკოლა – ბრიტანეთში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა