ინგლისური ლიგა 1-ის კლუბი ფორვარდს ეძებს და ამისთვის განცხადება გამოაქვეყნა.
დაბალ ლიგებში ტრანსფერი რთული საკითხია. ხშირად ლიგა 1-ის და ლიგა 2-ის (მესამე და მეოთხე დივიზიონები) გუნდები თავისუფალ აგენტებს ან იჯარით პერსპექტიულ ფეხბურთელებს იყვანენ.
ამისთვის კი სკაუტებია საჭირო, მაგრამ ლიგა 1-ის კლუბი სხვა გზით წავიდა. სამუშაოს ძიების საიტზე Indeed ის ფორვარდს ეძებს.
მოთხოვნები:
არანაკლებ ერთწლიანი თამაშის გამოცდილება ჩემპიონშიპში ან უფრო მაღალ დონეზე;
სოლიდური რაოდენობის გოლები;
კარგი ფიზიკური გაბარიტები და ბურთის ფლობის უნარი;
თავისუფალი ტრანსფერის ან იჯარის შესაძლებლობა
იდეაში ეს კლუბი პრემიერლიგასა და ნაკრებში ნათამაშებ ტიპს ეძებს. დამსაქმებელი 50-70 ათას ფუნტს პირდება წლიურად.
კლუბი არ სახელდება, მაგრამ ჟურნალისტი მაიკ მინეი ვარაუდობს, რომ ეს ან „ბირმინგემია“ ან „პორტსმუთი“.
სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, ვინც ფეხბურთელს სამუშაო ბირჟაზე ეძებს. იანვარში „სტოკი“ ცენტრალურ მცველს, ნახევარმცველსა და თავდამსხმელს დაეძებდა. თან იმის ამბიციაც ქონდა, რომ სასურველ ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგაზე ექნებოდა ნათამაშები.
სამწუხაროდ, „სტოკმა“ ამ გზით მისაღები კანდიდატი ვერ იპოვა.