LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგლისური შესაძლოა გერმანიაში მეორე ოფიციალურ ენად გამოაცხადონ

182
Capture

გერმანიაში ინგლისური მეორე ოფიციალური ენა უნდა გახდეს: ასეთი განცხადებით თავისუფალ დემოკრატთა პარტია გამოვიდა. Sifted-ის ინფორმაციით, ეს პარტია სამთავრობო კოალიციაშია.

პოლიტიკოსთა აზრით, ინგლისურის ოფიციალური ენის სტატუსი საზღვარგარეთიდან ბევრად მეტ კვალიფიციურ მუშა ხელს მოიზიდავს.

სავარაუდოდ, ინგლისურს გერმანულთან ერთად სამთავრობო დაწესებულებებში გამოიყენებ, ანუ იქ სადაც უცხოელ სპეციალისტებს არეგისტრირებენ.

აღსანიშნავია, რომ ინიციატივას ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა და ისინი მიიჩნევენ, რომ გერმანული ერთადერთი ოფიციალური ენა უნდა იყოს და ამ საკითხში ცვლილებების მიღება არაა საჭირო.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გერმანიამ ნაციონალური ბრენდების რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა. მთელს მსოფლიოში დადებითაც არიან განწყობილი გერმანული პროდუქციის მიმართ, გერმანიაში ბიზნესის წარმოებაც ძალიან მიმზიდველია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები