LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინიშნება ფრენები, შემოდის ტურისტი – 20:00 საათზე ჩაბნელებული და გაუკაცრიელებული ქვეყანა ანტიპიარის ტოლფასია – ბიზნესსექტორი კომენდანტის გაუქმებას ითხოვს

67
კომენდანტის საათი

ბიზნესსექტორის წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრს სხვადასხვა მოთხოვნით მიმართავენ, მათ შორის ერთ-ერთი კომენდანტის საათის მოხსნაა.

მათი განცხადებით, ღამით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის გამო, ქვეყანაში სამუშაო პროცესი შეფერხებულია. მათივე განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც საქართველოში უცხოელი ტურისტები ჩამოდიან, კომენდანტის საათის არსებობა ქვეყნისთვის ანტიპიარის ტოლფასია

„ქვეყანაში სამუშაო პროცესები წყდება ოთხი-ხუთი საათით ადრე, ამით ეკონომიკა ყოველდღე მილიონობით ზარალს იღებს. ინიშნება ფრენები, იხსნება სახმელეთო საზღვრები, შემოდის ტურისტი, არადა 20:00 საათზე ჩაბნელებული და გაუკაცრიელებული ქვეყანა სინამდვილეში ანტიპიარის ტოლფასია“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

კომენდანტის საათის მოხსნა, შაბათ-კვირას მუშაობის უფლება, მცირე და საშუალო ბიზნესზე საგადასახადო წნეხის შემცირება – ბიზნესასოციაციები პრემიერს მიმართავენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g