LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინოვაცია ქართულ ბაზარზე – ჩანთა, რომელიც ანათებს

413

”ბეგელსის” ჩანთებს ახალი, ინოვაციური ფუნქცია დაემატა. როგორც ”ფორტუნას” დიზაინერმა ქეთი უბილავამ განუცხადა, ჩანთებში led სანათები ჩამონტაჟდა და ჩანთის მოხმარება ღამის საათებში უფრო მოსახერხებელი გახდა.

”ღამე ძალიან მნიშვნელოვანია ჩანთაში იპოვო საჭირო ნივთი, ”ბეგელსმა” ეს პრობლემა მარტივად გადაჭრა .  სანათი ინთება როგორც სენსორულად, ასევე მექანიკურად სპეციალური ღილაკის საშუალებით”, – აღნიშნა უბილავამ.

მისივე ინფორმაციით, ”ბეგელსს” მომხმარებლისთვის კიდევ ერთი სიახლე აქვს – ჩანთების წარმოება უკვე ნატურალური ტყავით დაიწყო. ”ჩანთებს ვამზადებთ ტყავისგან და ხისგან. უფრო კონკრეტულად, ჩანთის გვერდებისთვის ვიყენებთ წიფელს. გარდა ამისა, საზოგადოების მოთხოვნიდან გამომდინარე, დავტოვეთ ტყავის შემცვლელი მასალით დამზადებული ჩანთებიც”, – განაცხადა დიზაინერმა.

ქეთი უბილავას ინფორმაციით, ჩანთების გასაყიდი ფასი – ტყავის შემცვლელით დამზადებული ჩანთის შემთხვევაში იწყება 25 ლარიდან და ზომიდან გამომდინარე 80 ლარამდე მერყეობს. რაც შეეხება, ნატულარულ ტყავზე დამზადებული პროდუქციის ფასებს, ისინი 50-დან 150-ლარამდე ღირს. აღნიშნული ჩანთების შეძენა მომხმარებელს შეკვეთით შეუძლია.

”ბეგელსის” ხელნაკეთი ხის და ტყავის მასალისგან დამზადებული ჩანთები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლაბორატორიაში, ე.წ Fab Lab- ში მზადება. ჩანთის დიზაინერები სტუდენტები – ნათია მგელაძე და ქეთი უბილავა არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები