LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინოვაციური კურსი HR პროფესიონალებისთვის – HR სფეროში ცვლილებები იწყება

243
70270433-101987987859897-2570326292142489600-o

ქართულ ბაზარზე HR სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებები იწყება. საქმე ისაა, რომ HR პროფესიონალთა ასოციაცია დაინტერესებულ პირებს სთავაზობს კურსს “ფინანსები HR-ებისთვის, პარტნიორობა განვითარებისთვის“, რომელიც თანამედროვე ბიზნესისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან HR და ფინანსური დეპარტამენტების გამართულ მუშაობაზე მთელი კომპანიის მომავალი დგას.

კურსზე დასასწრებად პირველ რიგში აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე –https://forms.gle/71X3rjUAdx2RP4YU6

სამუშაო შეხვედრის თარიღებია: 23, 26, 30 მარტი და 2, 6, 9, 13 და 16 აპრილი. სამუშაო შეხვედრების დრო: 19:00 – 22:00. კურსის ღირებულება შეადგენს 850 ლარს

ტრენინგს გაუძღვება SARAS-ისა და IFRS Foundation-ის ტრენერთა გადამზადების პროგრამის სერტიფიცირებული ტრენერი: დავით ბოჭორიშვილი – ფინანსური ანალიტიკოსი.

„როგორც იცით, ორგანიზაციების სტრატეგიის განვითარების მნიშვნელოვან კომპონენტს HR-ის როლი და კომპეტენცია წარმოადგენს. დღეის მდგომარეობით, HR-ის ფუნქციები არ განისაზღვრება მხოლოდ ტრადიციული პასუხისმგებლობებით. კომპანიებში HR გადადის ბიზნესპარტნიორობის უფრო მაღალ საფეხურზე. შესაბამისად, საჭიროა დამატებითი კომპეტენციების განვითარება, რაც მნიშვნელოვანია HR პროფესიონალის წარმატებული საქმიანობისათვის. ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთ-ერთ ყველაზე აუცილებელ კომპეტენციას HR პროფესიონალისთვის წარმოადგენს ფინანსების ცოდნა, რათა მან შეძლოს ციფრებისა და ანალიზის საშუალებით HR პროცესების დაგეგმვისა და განხორციელების დასაბუთება და არგუმენტირება. აღნიშნული სასწავლო კურსის შედეგად HR პრექტიკოსები მიიღებენ პრაქტიკულ ცოდნას, რომელსაც გამოიყენებენ HR ბიუჯეტირებისა თუ სხვადასხვა სახის ანალიტიკურ საქმიანობაში“, – აცხადებენ HR პროფესიონალთა ასოციაციაში.

მათივე ინფორმაციით, ამ სასწავლო კურსის გავლის შედეგად HR პრაქტიკოსებს ექნებათ იმ ძირითადი ფინანსური საკითხების ცოდნა, რომელიც მათ დაეხმარება ფინანსური გაანგარიშების ინფორმაციის სწორად აღქმაში და სამომავლო გეგმების დასახვაში.

HR პრაქტიკოსი შეძლებს ფინანსურ დეპარტამენტთან ეფექტიან ინტერაქციასა და კოორდინირებულ მუშაობას ორგანიზაციის განვითარებისა და სტრატეგიული მიზნების მიღწევისათვის, გააანალიზებს ყველა იმ კომპონენტს, რისგანაც შედგება კომპანიის ძირითადი ფინანსური ანგარიშგება.

HR პრაქტიკოსი შეძლებს, შეაფასოს არსებული პერსონალის ეფექტიანობა კომპანიის შემოსავლების ჭრილში და გაანალიზოს სამომავლოდ პერსონალის დაგეგმვის ეფექტურობა.

HR პრაქტიკოსი შეძლებს, შეიმუშავოს HR ბიუჯეტი, რომელიც უპასუხებს კომპანიის სტრატეგიულ მოთხოვნებს.

დეტალები კურსის შესახებ, იხილეთ ორგანიზაციის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე

ორგანიზაციის შესახებ:

ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალთა ასოციაცია | HRPA • Georgia არის პროფესიული გაერთიანება, რომელიც წარმოადგენს განვითარების პლატფორმას HR-ისა და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით მოქმედი პროფესიონალების, ორგანიზაციებისა და ამ სფეროთი დაინტერესებული პირებისათვის. ასოციაცია ორიენტირებულია HR სფეროში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაზე. HRPA • Georgia ხელს უწყობს ქვეყანაში ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნასა და ცნობიერების ამაღლებას, როგორც საჯარო ასევე კერძო სექტორის დამსაქმებლებისათვის.

HRPA • Georgia – მიზანია:

  1. HR-ის, როგორც ორგანიზაციული განვითარების ერთ-ერთი საკვანძო მიმართულების შესახებ ცნობიერების ამაღლება; HR-ის როლის მართებული აღქმის ჩამოყალიბება, როგორც საჯარო ასევე კერძო სფეროს დამსაქმებლებისათვის;

  2. საქართველოში HR სფეროს განვითარება საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციისა და საუკეთესო პრაქტიკების დანერგვის გზით;

  3. არსებული და მომავალი სპეციალისტების კომპეტენციების განვითარება, მათთვის გამოცდილების გაზიარების, პარტნიორობის, ინფორმაციაზე და რესურსებზე წვდომის უზრუნველყოფით.

HRPA • Georgia დაფუძნებულია პროფესიონალებისა და ექსპერტების მიერ, რომლებსაც გააჩნიათ მრავალწლიანი პრაქტიკული და საკონსულტაციო გამოცდილება კერძო და საჯარო სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g