LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ინსტაგრამი“ მოზარდებისთვის შეზღუდვებსა და მშობლების კონტროლის ფუნქციას დაამატებს

132
page

„ინსტაგრამი“ მოზარდებისთვის შეზღუდვებსა და მშობლების კონტროლის ფუნქციას დაამატებს.

როგორც პლატფორმის ხელმძღვანელმა, ადამ მოსერიმ განმარტა, ასეთ ანგარიშებზე გარკვეული შეზღუდვები იქნება დაწესებული. 14-17 წლის მოზარდები შეტყობინებებს მიიღებენ მხოლოდ იმ მომხმარებლებისგან, რომელთა გამომწერებიც არიან, მათ მონიშვნასაც მხოლოდ მათი გამომწერები შეძლებენ და ასევე, საღამოს 10 საათიდან დილის 7-მდე მოზარდების ანგარიშები „ძილის რეჟიმში“ გადავლენ.

მშობლები შვილის ანგარიშზე წვდომას საკუთარი ტელეფონიდან მიიღებენ. მათ ასევე შვილისთვის პლატფორმაზე გატარებული დროის ლიმიტის დაწესების საშუალებაც ექნებათ.

მეტი ტექნოლოგიური სიახლე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები