ახალმა მოძრაობამ #stayathome მილიონობით ადამიანი გააერთიანა, რომელთაც ნებისმიერ სიტუაციას მორგებული ჰეშტეგებით გადაწყვიტეს ერთმანეთის მხარდაჭერა. გთავაზობთ ,,ინსტაგრამის” ყველაზე პოპულარულ ჰეშტეგებს კარანტინის მარტივად დასაძლევად.
#stayathome / #yomequedoencasa
თვითიზოლაციის ძლიერი კამპანიის წყალობით, მოძრაობამ #stayathome და #yomequedoencasa მთელ მსოფლიოში მოიპოვა პოპულარობა. დღეს ჰეშტეგს 1,5 მლნ. ადამიანი იყენებს, მთელ მსოფლიოში აგროვებს ინფორმაციას თვითიზოლაციის მეტ-ნაკლებად მსუბუქად გადატანის მეთოდებზე, კონტაქტების შეზღუდვის აუცილებლობაზე და საკუთარ მაგალითზე აჩვენებს როგორ შეიძლება სახლში სამუშაო გარემოს ეფექტურად მოწყობა.
#dancersofinstagram
თუ სახლში საცეკვაო მარათაონის მოწყობა გადაწყვიტეთ, მაშინ ჰეშტეგით #dancersofinstagram მოგროვილ ინფორმაციას, პროფესონალთა და მოყვარულთა რჩევებს, საუკეთესო ქორეოგრაფების ვიდეორგოლებს მიმართეთ კლასიკური საბალეტო დადგმებითა და რთული საცეკვაო ილეთებით.
#plantsmakemehappy #plantsplantsplants
მათ, ვინც ქალაქის ცენტრში ცხოვრობს, ძალიან გაუჭირდება პეიზაჟებით დატკბობა, თუმცა ჰეშტეგით и #plantsmakemehappy ან #plantsplantsplants გაერთიანებული მილიონობით ადამიანი, რომლებიც საკუთარი ოთახის მცენარეების ფოტოებს აქვეყნებენ და მოვლის წესებს ჰყვებიან, მათაც სთავაზობს გამოსავალს. როგორც აღმოჩნდა, ოთახის მცენარეების მოვლა – გულის გადაყოლების საუკეთესო საშუალებაა.
#viewfrommywindow
ჰეშტეგი #viewfrommywindow არაჩვეულებრივ ხედებს აგროვებს მთელი მსოფლიოდან, ასე რომ თუ ნიუ-იორკში გინდათ მოგზაურობა ან პარიზულ ეზოში შესეირნება, აუცილებლად მიმართეთ მათ შეთავაზებას.
#athomeworkouts
ის, ვინც ნაკლებად მობილური რეჟიმის დროს ჭარბი კილოგრამების მომატებას უფრთხის, ისევ Instagram-ს უნდა მიმართოს, სადაც 500 000-ზე მეტი ვიდეორგოლია თავმოყრილი ნებისმიერ მსურველს მორგებული ვარჯიშებით.