„ინსტაგრამი“ ახალ ფუნქციას ტესტავს, რომლითაც პოსტებს მხოლოდ ახლო მეგობრებს გაუზიარებთ. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აღნიშნული ფუნქცია უკვე არაერთმა მომხმარებელმა შენიშნა. შესაბამისად, მეორე ანგარიშების, „სპამ ანგარიშის“ შექმნის საჭიროება შემცირდება.
კომპანიამ უკვე დაადასტურა, რომ აღნიშნულ ფუნქციას რამდენიმე ქვეყანაში ტესტავს, თუმცა რომლებში, ჯერჯერობით უცნობია.