საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაიწყო ინსულტის, თავის ტვინის და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანებების შემდგომი მდგომარეობების კომპლექსური სარეაბილიტაციო მკურნალობის დაფინანსება. ეს პროგრამა შესაძლებლობას მისცემს ამ მდგომარეობების პაციენტებს დროულად ჩაიტარონ სარეაბილიტაციო მკურნალობა, დაიბრუნონ ფუნქციური უნარ-ჩვევები და თვიდან აიცილონ მძიმე შეზღუდვების ჩამოყალიბება.
პროგრამაში ჩართვისათვის პაციენტმა განცხადებით და ფორმა 100-ით უნდა მიმართოს ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს თხოვნა ამბულატორიულ სარეაბილიტაციო მკურნალობის პროგრამაში ჩართვაზე.
კენ ვოლკერის კლინიკა არის რეაბილიტაციის პროგრამის პროვაიდერი და მზად არის დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს დაინტერესებულ სამედიცინო პერსონალს და ასევე უფასო კონსულტაცია გაუწიოს იმ პაციენტებს, ვისაც სურს რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა.
პროგრამა აფინანსებს შემდეგი მდგომარეობების სარეაბილიტაციო მკურნალობას:
I69.0 სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის შედეგი;
I69.1 ინტრაცერებრული სისხლჩაქცევის შედეგი;
I69.2 სხვა არატრავმული ინტრაკრანიალური (ქალასშიდა) სისხლჩაქცევის შედეგები;
I69.3 ტვინის ინფარქტის შედეგი;
I69.4 ინსულტის შედეგები, რომელიც არ არის დაზუსტებული როგორც სისხლჩაქცევა ან ინფარქტი;
I69.8 სხვა და დაუზუსტებელი ცერებროვასკულური ავადმყოფობების შორეული შედეგები;
T90.5 ინტრაკრანიალური ტრავმების შედეგი;
T90.8 თავის სხვა დაზუსტებული ტრავმის შედეგები;
T90.9 თავის დაუზუსტებელი დაზიანების შედეგები;
T91.1 ხერხემლის მოტეხილობის შედეგი;
T91.3 ზურგის ტვინის ტრავმების შედეგები;
T91.8 კისრისა და ტორსის სხვა დაზუსტებული ტრავმების შედეგები;
T91.9 კისრისა და ტორსის სხვა დაუზუსტებელი ტრავმების შედეგები;
დიაგნოზის ხანდაზმულობა არ უნდა აღემატებოდეს 24 თვეს.
კენ ვოლკერის კლინიკის საკონტაქტო ნომრებია:
+ 995 (032) 2 11 20 20
+995 592 10 39 00
facebook: KWC – კენ ვოლკერის კლინიკა
ვებ გვერდი: https://kwclinic.ge/ka/
(R)