რამდენად ჭკვიანი იქნება შვილი, ამას მეცნიერების მტკიცებით, მხოლოდ დედის გენეტიკა განსაზღვრავს, მამები კი არაფერ შუაში არიან. საქმე ეხება გენოკოდს, რომელიც მონაწილეობას იღებს მომავალი ბავშვის ინტელექტის ფორმირებაში.
მეცნიერების კვლევის შესახებ fox25boston-ი წერს.
“გენ ინტელექტი” მდებარეობს Хქრომოსომაში და დედებს ორჯერ მეტი შესაძლებლობა აქვთ გადასცენ თავიანთი ინტელექტი პატარას. კვლევებმა აჩვენა, რომ მამის Х ქრომოსომა პრაქტიკულად არავითარ ზეგავლენას არ ახდენს ბავშვის ტვინის ფორმირებაზე. როდესაც “ინტელექტის გენი” გადმოდის დედისგან და მამისგან, მამის გენი დეაქტივირდება, რის შემდეგადაც აქტიურდება დედის გენი.
რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია არ ნიშნავს იმას, რომ მამების როლი უმნიშვნელოა. ყველა სხვა უნარი თუ თვისება; ინსტიქტები, ემოციები, ბავშვს მამისგან გადაეცემა, ასევე მამის მიერ მემკვიდრეობით გადაცემულმა გენმა, შესაძლოა , ინტელექტის სრულიად განსაკუთრებული კარი გააღოს.
ასე, რომ მამებო, ნუ იდარდებთ