ინტერნეტდამოკიდებული მშობლების შვილები საფრთხის ქვეშ არიან. ექიმები ამბობენ, რომ იმ ადამიანების შვილებს, რომლებიც მუდმივად კომპიუტერსა თუ პლანშეტზე არიან დამოკიდებული, გასუქების ძალიან დიდი შანსი აქვთ.
„საქმე იმაშია, რომ თანამედროვე დედებს საკუთარი შვილებისთვის ცოტა დრო რჩებათ, სახლში, ბავშვთან ერთად ყოფნის დროსაც კი მიჯაჭვულები არიან ინტერნეტზე და ვერ აკონტროლებენ, რას და რამდენს ჭამს ბავშვი. საბოლოოდ კი, შესაძლებელია, ამან ბავშვის ჭარბწონიანობა გამოიწვიოს,“ -ამბობენ ექიმები.
ბავშვების სიმსუქნის პრობლემა მთელ მსოფლიოში ეპიდემიის მასშტაბებს იღებს, ამიტომ სპეციალისტები მშობლებს ურჩევენ, გააკონტროლონ საკუთარი შვილების კვება ჩვილობიდან მოზარდობის ასაკის ჩათვლით. სხვა შემთხვევაში, შესაძლებელია, ბავშვი ჭარბწონიანი გახდეს.