შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“- ის დირექტორმა, გიორგი არსოშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, შემცირებულ მიმართვიანობაზე ისაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ არამიზნობრივი ზარები კვლავ ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად რჩება.
„ფორტუნა“ დაინტერესდა, კონკრეტულად რა ტიპის პრობლემის შემთხვევაში მიმართავენ მოქალაქეები არამიზნობრივად 112-ს.
როგორც უწყებაში განმარტეს, ზარები ძირითად შეზღუდვებს ეხება. არამიზნობრივი შეკითხვების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
- რესტორნები როდის გაიხსნება?
- რომელ საათამდე მუშაობს სავაჭრო ცენტრები?
- ბაზრობები ღია არის თუ არა?
- გაზი არ არის,
- წყალი არ არის,
- ინტერნეტი გამეთიშა, რა ვქნა?
საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გიორგი არსოშვილმა არამიზნობრივ ზარებზე საუბრისას, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, 112-ზე მხოლოდ მაშინ დარეკონ, როცა დახმარება სჭირდებათ.
112-ში პანდემიის პირობებში მომართვიანობა 31%-ით შემცირდა: გიორგი არსოშვილი
"პანდემიის პირობებში 112 მობილიზებულია მაქსიმალურად, რომ ყველა მოქალაქემ მიიღოს შესაბამისი დახმარება" - არსოშვილი.