შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განცხადებით, ქალაქ ფოთში, პროვაიდერ კომპანიაში შექმნილი ტექნიკური ხარვეზის გამო, ინტერნეტის მიწოდება ვერ ხორციელდება, რის გამოც, მომსახურების სააგენტოს ფოთის სამსახურში სერვისების გაცემა, დროებით, შეჩერებულია.
„აქვე, გაცნობებთ, რომ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი შეუფერხებლად მიმდინარეობს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.