ამერიკულმა საავტომობილო მწარმოებელმა Ford-მა თავისი ახალი სპორტქარის, Mustang-ის მონაწილეობით ახალი სარეკლამო რგოლი გამოუშვა. ვიდეო YouTube-ზე დევს. ვიდეოში წარმოდგენილი ავტომობილი სხვადასხვა რაკურსით არის წარმოჩენილი, ასევე ჩანს სხვადასხვა აგრეგატისა და 12 დიუიმიანი სენსორული დისპლეის მუშაობაც.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ Ford-მა ასეთი მარკეტინგული კამპანია პოტენციური მყიდველების ყურადღების მიქცევის მიზნით წამოიწყო.
ასევე, რგოლი თავისი მთავარი კონკურენტის Dodge Charger-ის წინააღმდეგაც არის მიმართული.
განსაკუთრებული აქცენტი ძრავზე კეთდება. ის კომპანია Stang-ის მიერ არის წარმოდგენილი.
მარკეტინგული კამპანია კიდევ ერთ კონკურენტს Chevrolet Camaro-კენაც არის მიმართული, თუმცა, რგოლი ჯერ არ გამოსულა.