მეგან მარკლის უფროსი და, სამანტა მარკლი სასექსის ჰერცოგინიას სასამართლოში უჩივის. საქმე ეხება მეგან მარკლის სკანდალურ ინტერვიუს ოპრა უინფრისთან, სადაც მარკლიმ ბავშვობა გაიხსენა და თქვა, რომ ის ოჯახში ერთადერთი ბავშვი იყო. ცნობილია, რომ მეგანს ჰყავს როგორც უფროსი და, ასევე ძმა, ტომას მარკლი უმცროსი.
მეგან მარკლის დაცვის მხარემ უკვე გააკეთა პირველი კომენტარი. იურიდიული ფირმა, რომელმაც სასექსის ჰერცოგინიას ინტერესები უნდა დაიცვას, ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. მათი თქმით, მარკლის განცხადება არასწორად იქნა გაგებული. მარკლის უბრალოდ უნდოდა ეთქვა, რომ ის თავს მარტო გრძნობდა და სულაც არ გულისხმობდა იმას, რომ დედმამიშვილი არ ჰყოლია.
ჰერცოგინიების ომი – მეგან მარკლი ქეით მიდლტონის მსგავს ანსამბლში გამოჩნდა