„ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი ქართულ-შვედური ფილმის – “და ჩვენ ვიცეკვეთ” რეჟისორებს “ნაციონალურ მოძრაობასთან” აკავშირებს და ამბობს, რომ მათი კავშირი მჭიდროა.
„ამ ფილმის რეჟისორები მჭიდროდ არიან დაკავშირებულები „ნაციონალურ მოძრაობასთან.
თუ ნახეს ჩემი ინტიმური სცენები, და ნახა ბაჩო ახალაიამ, მე არ მეშინია. იმიტომ, რომ მე ყველანაირი გადახრების გარეშე ვცხოვრობ.
"მაგათ გრანტების მიღება უნდათ"
"ეს არის ლგბტ პრაიდის პროვოკაცია" - სანდრო ბრეგაძე ქართულ-შვედური ფილმის კინოთეატრებში გაშვებას გააპროტესტებს
მე ჩემი ინტიმური ურთიერთობები მქონდა საპირისპირო სქესთან და ამით მე ვარ ძლიერი“,- ამბობს სანდრო ბრეგაძე.
ბრეგაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ფილმის კინოთეატრებში ჩვენებას არ დაუშვებენ და ადგილის ბლოკირებას აპირებენ.
შეგახსენებთ, ფილმის პრემიერა თბილისსა და ბათუმში 8-9-10 ნოემბერსაა დაგეგმილი.
„და ჩვენ ვიცეკვეთ“ შვედეთში მოღვაწე რეჟისორის – ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამაა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე უკვე შედგა.