„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებას, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ეხმიანება.
იონათამიშვილის თქმით, „კანცლერმა დაადასტურა, რომ მსგავსი კანონპროექტი არის ევროკავშირშიც, ოღონდ არც ერთი მოსწონს და არც მეორე“.
„აბა, რუსული კანონიო?! შოლცმა, იმედია, არც ევროკავშირში დაინიცირებულ კანონს მივიღებთ და არც საქართველო მიიღებს იგივე კანონსო.
ანუ, კანცლერმა დაადასტურა, რომ მსგავსი კანონპროექტი არის ევროკავშირშიც, ოღონდ არც ერთი მოსწონს და არც მეორე. ამის მიუხედავად, ფაქტია, რომ ევროპაშიც დაინიცირებულია და საქართველოშიც. განსხვავება ერთია, იქ განიხილავენ და ჩვენ, თურმე, ულაპარაკოდ, უარგუმენტოდ და დისკუსიის გარეშე უნდა გავიწვიოთ.
ვერ მოგართვით, ასე არ ხდება. საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და ის, რაც შეუძლიათ ევროპელებს, შეგვიძლია ჩვენც!
ღირსეული პასუხი გასცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა!“, – წერს რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში.
აბა, რუსული კანონიო?! 😊😊😊 შოლცმა, იმედია, არც ევროკავშირში დაინიცირებულ კანონს მივიღებთ და არც საქართველო მიიღებს იგივე…
Posted by Rati Ionatamishvili on პარასკევი, 12 აპრილი, 2024
ცნობისათვის, როგორც გერმანიაში ვიზიტით მყოფ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესონფერენციაზე გერმანიის კანცლერმა განაცხადა, „მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად უყურებს ე.წ. აგენტების შესახებ კანონს“.