LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იონათამიშვილი: ყველაფერი გააკეთა ადამიანის უფლებების გასანადგურებლად, მედია იყო დამონებული, ახლა ნიანგის ცრემლებით საუბრობს მედიის თავისუფლებაზე

311
Untitled design - 2021-12-02T180502.831

ცინიზმია, როცა ადამიანი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რათა დაეზიანებინა ქართული დემოკრატია, გაენადგურებინა ადამიანის უფლებები, მედია იყო დამონებუოი ხელისუფლების მხრიდან, ახლა ნიანგის ცრემლებით საუბრობს მედიის თავისუფლებაზე, საკუთრების უფლებაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რომელმაც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გამოსვლა შეაფასა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების არანაირი საფუძველი არ არსებობს.

„პოლიტიკური ცინიზმი არის, ადამიანი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რათა დაეზიანებინა ქართული დემოკრატია, გაენადგურებინა ადამიანის უფლებები, საკუთრების უფლება ჩამორთმეული ჰქონდა ჩვენს მოქალაქეებს, მედია იყო დამონებუოი ხელისუფლების მხრიდან, ახლა ნიანგის ცრემლებით საუბრობს მედიის თავისუფლებაზე, საკუთრების უფლებაზე და გვეუბნება, რომ ხო არ გვენატრება ის მეთოდები, რომელი მეთოდებითაც მართავდა ქვეყანას, რაც ნამდვილად შავი ლაქა არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის ისტორიაში.

ეს ადამიანი თვითონ სცემს პასუხს იმ კითხვებს, თუ რატომ ხდება, რომ ქართული საზოგადოების მხარდაჭერა მას და მის პოლიტიკურ გუნდს არ აქვს და აღარც არასდროს ექნება.

არანაირი – არც სამართლებრივი, არც მორალური და არც სახელმწიფოებრივი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი. ეს ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის სამართლიან განვითარებას და დემოკრატიულ პრინციპებს“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

რა განაცხადა სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე:

ერთ-ერთი ორგანოს ძალიან მწვავე ანთება მქონდა- მიხეილ სააკაშვილი 7 ნოემბრის შემდეგ მიღებულ სტრესზე

სააკაშვილი: სანდრას რატომ არ ასამართლებენ? სიამოვნებით ვიჯდებოდი მასთან ერთად საბრალდებო სკამზე

სააკაშვილი: საჭმლის ფულის პრობლემა გვქონდა, როცა წავედი… კიევში პატარა სარაია ავაშენე იმასთან შედარებით, რაც შოთაძემ აიშენა

როცა გონება დავკარგე, ექიმები თვლიდნენ, რომ 2-3 დღე მქონდა დარჩენილი სიცოცხლის, 7 საათზე მომიწყვეს “შუმოკი”, წინა “შუმოკებზე” იყო დედის გინება, ახლა ყვიროდნენ მოვდივართო, დაიწყო კარებმა ბრახუნი: მიხეილ სააკაშვილი

თავს მშვენივრად ვგრძნობ – სააკაშვილი მოსამართლეს

სუს-ის შენობაში დისკოთეკა უნდა გაიხსნას: მიხეილ სააკაშვილი

მივიყვანე სახლში და რამდენიმე საათში გავიგე, რომ აღარ იყო – გიორგი სანაიას გაპამპულავებული ვყავარ: მიხეილ სააკაშვილი

ძალიან განვიცდი, ეს ინგასთვის არასდროს მითქვამს და მინდა იცოდეს – რის გამო მოუხადა სააკაშვილმა ინგა გრიგოლიას ბოდიში

კობახიძე: სააკაშვილის განცხადებებიდან გავიგეთ, რომ სანდრას დაჭერა და საკუთარი თავის გათავისუფლება უნდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g