LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Iphone 14-ის მფლობელები სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის გამოძახებას სატელიტითაც შეძლებენ

237
iphone 14 (1)

Iphone 14-ის მფლობელები სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის გამოძახებას სატელიტის მეშვეობით, სატელეფონო კავშირის არარსებობის შემთხვევაშიც შეძლებენ.

ფუნქცია Apple-ის ტელეფონების ახალ მოდელებზე აქამდე მხოლოდ აშშ-სა და კანადაში გამოიყენებოდა. ახლა მათ რიცხვს ევროპის რამდენიმე ქვეყანა შეემატა: გერმანია, საფრანგეთი, ბრიტანეთი, ირლანდია.

ამერიკული კომპანია აპირებს, რომ მომდევნო წლიდან ახალი ფუნქციის გამოყენება მომხმარებლემა კიდევ უფრო მეტ ქვეყანაში შეძლონ.

ასევე, შეგახსენებთ, ევროკომისიამ დაადგინა, რომ ავიაკომპანიებს 5G ტექნოლოგიების გამოყენებით, მობილური კავშირის უზრუნველყოფა შეუძლიათ. ეს ნიშნავს, რომ მგზავრებს ტელეფონის “ფრენის რეჟიმზე” გადაყვანა აღარ მოუწევთ. ევროკომისიამ წევრ ქვეყნებს ბორტზე ტექნოლოგიის უზრუნველყოფის ბოლო ვადად 2023 წლის 30 ივნისი დაუწესა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები