LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

iPhone 7-ის გამოსვლის შესახებ ზუსტი დეტალები ცნობილია

49

ხალხი iPhone 7-ის გამოსვლას ელოდება. რაც უფრო დრო გადის, რაღაც ახლის მოლოდინი უფრო ძლიერდება. დღეს ინტერნეტში ზუსტი თარიღისა და ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. კომპანია Apple-ს ახალი პროდუქტის პრეზენტაცია Apple Event-ზე შედგება, რომელიც Bill Graham-ის დარბაზში გაიმართება, სან–ფრანცისკოში, 7 სექტემბერს, ადგილობრივი დროით დილის 10 საათზე.

როგორც სხვადასხვა გამოცემები წერენ, კომპანიის დამაინტრიგებელი დევიზი: ,,გელოდებით შვიდში შვიდის პრეზენტაციაზე’’ არაფერს განსაკუთრებულს არ გვპირდება, გარდა ახალი ტელეფონისა, რომელსაც უბრალოდ შეცვლილი სახელი აქვს. ყველა სიახლე, რომელიც Apple-ის ახალ პროდუქტთან დაკავშირებით ვრცელდებოდა, როგორც ჩანს წარმოდგენად დარჩა, რადგან დღესდღეობით, ბაზარზე არსებული სმარტფონების გვერდით, კომპანიას რაიმე ახალი ფუნქცია ჯერ-ჯერობით არ წარმოუდგენია.

Waterproof, ორმაგი კამერა, გაზრდილი შიდა მეხსიერება და როგორ ჩანს ,,ვაშლის’’ უბრალოდ დაგვიანებულ ნაბიჯს უფრო ასახავს ტექნიკის განვითარების ამ საფეხურზე, ვიდრე რაიმე ნოვაციას, რაც სტივ ჯობსის პერიოდის მუდმივი მახასიათებელი იყო. ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ ოფიციალურ პრეზენტაციას და ზუსტი ინფორმაციები სან–ფრანცისკოში გამართული კონფერენციიდან გავიგოთ. კომპანია Apple ასევე მოწვევებს ავრცელებს და ყველას ეპატიჯება ვისაც Hi-Tech-ის სფეროში საკუთარი ბლოგი აქვს.

iphone-600x320