კომპანია Apple-მა დააპატენტა ტექნოლოგია, რომელიც iPhone-ის კორპუსში წყლის მოხვედრას უშლის ხელს. სიახლეს Hydrophobic Mesh Cover ჰქვია.
კონკრეტულად კი, საუბარია გაჯეტში მოხვედრილი სითხის გარეთ გამოდევნაზე ხმოვანი ბგერების საშუალებით. ამისათვის კი სპეციფიური აკუსტიკური სისტემის შექმნა იგეგმება. მაგალითად, თუ სითხე მოულოდნელად თქვენს iPhone-ში მოხვდება, სპეციალური ხმოვანი სიხშირეები, რომლებიც ხმოვან არხებში გავრცელდება, სმარტფონის კორპუსიდან სითხეს გარეთ გამოდევნის.
აღსანიშნავია, რომ App Store-ის მაღაზიებში არსებობს სპეციალური აპლიკაციებიც, რომლებიც გარკვეულ სიხშირეებს გენერირებას უკეთებს.