YouTube-ის ერთ-ერთმა ბლოგერმა, მდინარის ფსკერზე iPhone X აღმოაჩინა, რომელიც იქ 2 კვირის განმავლობაში იყო. მან გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მოწყობილობა წყლიდან ამოაქვს, აღუდგენს სამუშაო ფუნქციებს და შემდეგ მეპატრონეს უბრუნებს.
აღსანიშნავია, რომ წყალში ჩავარდნის შემდეგ გაჯეტი, ფაქტობრივად, არ დაზიანებულა. თუმცა იქ არსებული ჭუჭყის გამო, ის დროებით აღარ ირთვებოდა.
ბლოგერმა იგი გამოაშრო, რომლის შემდეგაც სმარტფონმა მუშაობა განაახლა. შემდეგ ის დაუკავშირდა მის მეპატრონეს და კუთვნილი iPhone X ფოსტით გაუგზავნა.