LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იპოვეს Porsche 911, რომლის გარბენიც 1,2 მილიონი კილომეტრია

217
porsche-911newswss

კანადელი ბილ მაქიჩერი უკვე 44 წელია Porsche 911 Turbo–ს პატრონია. მამაკაცი სპორტქარით ლამის ყოველ დღე დადის და ამ მომენტისთვის ოდომეტრის მაჩვენებელი 1 250 000 კილომეტრს აჭარბებს.

ავტომფლობელი მასლქარებს შორის გაიზარდა და ახალგაზრდობაში Oldsmobile 4-4-2–ს მართავდა. თუმცა, ამ მოდელის მონაცემები მას არ აკმაყოფილებდა და ერთ დღესაც როდესაც 911–ზე გადაჯდა, მიხვდა თუ რას ნიშნავს ნამდვილი სპორტქარი.

ბილის თავისი ბიზნესი ქონდა, რაც მას ფულის მოგროვებაში და ოცნების ავტომობილის შეძენაში დაეხმარა. ავტომოყვარულმა 911–ის ტურბო ვერსია გაგანია ნავთობის კრიზისის დროს, 1975 წელს შეიძინა. უფრო მეტიც, მოდელი სპეციალურად მისთვის დაამზადეს. ძარა მუქი ლურჯი ფერის გამოვიდა, სალონი ყავისფერ ტყავში შესრულდა და სავარძლები კი რაღა თქმა უნდა, სპორტული შეირჩა.

კანადელი „პორშეთი“ პრაქტიკულად ყოველ დღე გადაადგილდება და მთელი ამ წლების განმავლობაში სეროზული პრობლემა არც შექმნია.

ოდომეტრი ამ მომენტისთვის 1 253 584 კილომეტრს აჩვენებს, თუმცა მამაკაცს თავისი რაში მაინც ძალიან უყვარს და მას ყველაზე თანამედროვე სპორტქარშიც კი არ გაცვლიდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g