LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

IQ-ს განსაზღვრა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოთიც შეიძლება

98

მეცნიერების განცხადებით, ადამიანის ინტელექტუალური დონის განსაზღვრა თავისუფლად შეიძლება იმ ფოტოს მიხედვით, რომელსაც ის სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

საინტერესო კვლევის ჩასატარებლად ორგანიზატორებმა ერთ-ერთი პოპულარული ქსელის 1 000-ზე მეტი მომხმარებელი მიიწვიეს, სპეციალური პროგრამის დახმარებით კი, მათი სახის ნაკვთები, ჩაცმის სტილი, აქსესუარები და ფოტოს გადაღების დროს პოზირების ჩვეულება გააანალიზეს.

კვლევამ დაადასტურა, რომ ადამიანები მაღალი ინტელექტუალური კოეფიციანტით, ფოტოს მარტივ ფონზე იღებენ და მათ ფოტოებზე იშვიათად ხვდებიან სხვა ადამიანები ან ნივთები. სხვათაშორის, ექსპერიმენტის დროს არ დადასტურდა მოსაზრება, თითქოს სელფის მოყვარულები დაბალი IQ-თი გამოირჩევიან, დაიმსხვრა სათვალესთან დაკავშირებული მითიც, რომელიც ბევრისთვის ერუდიციასა და მაღალ ინტელექტთან ასოცირდება.

 

magti 5g