LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იქ უბრალოდ ჯოჯოხეთია” – ზელენსკი დონეცკის რეგიონში არსებულ ვითარებაზე

107
BeFunky-collage - 2022-11-13T015748.777

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონეცკის რეგიონში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს და ამჟამად “იქ უბრალოდ ჯოჯოხეთია”.

მისივე თქმით, რუსების მხრიდან ძლიერი ზეწოლის მიუხედავად უკრაინელი სამხედროები თავდაცვას კარგად ახერხებენ.

“იქ უბრალოდ ჯოჯოხეთია. იქ ყოველ დღე უკიდურესად სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. მაგრამ ჩვენი ქვედანაყოფები გაბედულად იცავენ თავს – უძლებენ ოკუპანტების საშინელ ზეწოლას, ინარჩუნებენ ჩვენი თავდაცვის ხაზებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ძლიერი თავდაცვის წყალობით, დონეცკის რეგიონში, ჩვენ შეგვიძლია შეტევითი ოპერაციების ჩატარება სხვა მიმართულებით. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს ჯარისკაცს, რომლებიც იცავენ უკრაინას ამ განსაკუთრებით მძიმე ბრძოლებში – პავლივკაში, მარინკაში, ავდიივკაში”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ რუსმა სამხედროებმა ხერსონი დატოვეს და ტერიტორიას უკრაინელი ჯარისკაცები აკონტროლებენ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების ხერსონში შესვლის შესახებ ინფორმაციაზე პირველი კომენტარი გააკეთა.

უკრაინელი სამხედროები ხერსონში შევიდნენ

“დღეს ისტორიული დღეა. ხერსონს ვიბრუნებთ. ამ მომენტისთვის ჩვენი დამცველები ქალაქის მისადგომებში არიან, სულ ცოტა რჩება და შესვლას დავიწყებთ. მაგრამ სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები უკვე ქალაქში არიან. ხერსონელები ელოდებოდნენ. არასდროს უთქვამთ უარი უკრაინაზე. უკრაინის იმედი ყოველთვის მართლდება და უკრაინა ყოველთვის იბრუნებს თავისას.

“ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის წინაპირობების გარეშე” – რუსეთი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებას კვლავ ითხოვს

..როდესაც ქალაქი ჯერ კიდევ ბოლომდე არაა გაწმენდილი მტრისგან – თავად ხერსონელები უკვე იშორებენ ქუჩებიდან და შენობებიდან რუსულ სიმბოლიკას და ხერსონში ოკუპანტების ყოფნის ნებისმიერ კვალს. ასევე იყო ყველა სხვა ქალაქში, რომელიც ჩვენმა დამცველებმა გაათავისუფლეს. ასევე იქნება იმ ქალაქებში, რომლებიც ჯერ კიდევ ელიან ჩვენს დაბრუნებას. უკრაინა თავის ყველა ხალხთან მივა”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის გენშტაბი – თავდაცვის ძალები განაგრძობენ ხერსონის მიმართულებით დასახლებების გათავისუფლებას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g