LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იქნებ და… H1N1?” – რას წერს ექიმი სიმპტომიან პაციენტებზე, რომლებსაც “პისიარ” ტესტით კოვიდი არ უდასტურდებათ

14313
1

ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ლაშა უჩავა საუბრობს იმ პაციენტებზე, რომლებსაც კოვიდის სიმპტომები აქვთ, თუმცა პისიარ ტესტი უარყოფით პასუხს უჩვენებს. ექიმი აღნიშნავს, რომ საინტერესო იქნება, ამ შემთხვევაში ვირუსის იდენტიფიცირება მოხდეს, რადგან შესაძლოა ეს H1N1 ვირუსი იყოს:

“ალბათ საინტერესო იქნებოდა მაღალი ტემპერატურით, ფაღარათით, ტკივილით სახსრებსა და კუნთებში…. და სხვა მრავალი სიმპტომით მისულ პაციენტს, რომელსაც აღნიშნული მდგომარეობა უკვე 2-3 დღე და მეტი უგრძელდება, ამ დროს პჯრ (PCR) ტესტი უარყოფითია, მიუხედავად ამისა განსაზღვრული ყოფილიყო ვირუსი და მისი იდენტიფიცირება მოგვეხდინა, იქნებ და… H1N1?

გვახსოვს, იყო ასეთიც და რაღაცნაირად, სრულად უყურადღებოდ გვრჩებიან ეს ადამიანები, განსხვავებით მათგან, ვისაც დაუდასტურდა, არანაირი სიმპტომი არ აქვს, მაგრამ …” , – აღნიშნავს ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g