LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იქნებ დამიძახო და მითხრა, მოგატყუესო “ – შატილში დაღუპული ხატია ზაალიშვილის დეიდის ემოციური წერილი

1382
xatia

შატილის გზაზე მომხდარ ტრაგიკული შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი გოგონას ხატია ზაალიშვილის დეიდა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

როგორც ხატიას დეიდა წერს, მას ძალიან უყვარდა სიცოცხლე.

„რა მწარეა დეის გულო ამ ტკივილის გაძლება, უშენობა დეი. მიხაროდა, რომ მირეკავდი და მეძახოდი – დეი მომენატრეო.
წახვედი და დამტოვე შენი ღიმილის, სითბოს და ჩახუტების გარეშე. სული მეწვის დეის გულო. ცხოვრება თითქოს დამთავრდა, რა ვუთხრა რით ვანუგეშო შენი გაუბედურებული მშობლები, შენი საამაყო ძმა, ან შენი ნამცეცა…

შენ ხომ უზომოდ გიყვარდა სიცოცხლე, შენ ხომ ყოველთვის მეუბნებოდი, რომ ჩემი დემეტრეს გამო ყველაფერს გავაკეთებო.

მტკივა იმის გაფიქრება, რომ ჩამოვალ და აღარ დამხვდები.

მინდა გულში ჩაგიკრა, როგორც ყოველთვის და გითხრა, რომ ჩემი გული და სული ხარ. ვაიმე, მინდა ვიყვირო და ვიღრიალო, რომ ჩემი ფერია აღარ მყავს.

იქნებ გაიგონო დეი, იქნებ დამიძახო და მითხრა, რომ მოგატყუესო დეი”, – წერს ხატია ზაალიშვილის დეიდა.

 

ხევ­სუ­რეთ­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შე­დე­გად 17 გარ­დაც­ვლილს შო­რის შავი ზღვის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენ­ტი ხა­ტია ზა­ა­ლიშ­ვი­ლია, რო­მელ­საც 2 წლის შვი­ლი დარ­ჩა.

25 აგვისტო მთავრობამ გლოვის დღედ გამოცხადდა.

„შატილის გზაზე დაშავებულთა მდგომარეობა უმჯობესდება“ – ლევან რატიანი

შატილის საბედისწერო ტურის მგზავრები: ერთი და გარდაიცვალა, მეორე სიკვდილს ებრძვის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g