LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იქნებ დღეს მოხდეს სასწაული და მასთან რომელიმე პარლამენტარი მიიღონ” – ევროპარლამენტარები სააკაშვილის ოჯახის წევრებს და ადვოკატებს შეხვდნენ

192
Untitled design (3)

საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპარლამენტარები ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს შეხვდნენ.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ თქვა, მათ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრეს.

გიული ალასანიას განცხადებით, ევროპარლამენტარებს სურვილი აქვთ, რომ კლინიკაში მივიდნენ და სააკაშვილი მოინახულონ:

“ძირითადი თემა იყო ჩემი შვილი, მისი ჯანმრთელობა. ევროპარლამენტარებს სურვილიც აქვთ, რომ შევიდნენ და შეხვდნენ.

არ ვიცი რამდენად მოხერხდება დღეს ეს, თუ მიიღებენ ამის ნებართვას, იმიტომ, რომ დღემდე რაც იყო პრეცედენტები ვიცით – არავინ შეუშვეს, იქნებ დღეს მოხდეს სასწაული და რომელიმე პარლამენტარი მიიღონ იქ, რომ საკუთარი თვალით ნახონ და დარწმუნდნენ, რა მდგომარეობაშია.

საკმარისად ინფორმირებულები არიან, დეტალურად იციან, რა ხდება ჩვენთან”, – განაცხადა ალასანიამ.

როგორც ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა აღნიშნა, ისინი შეშფოთებულები არიან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით და ხელისუფლებას ჯეროვანი მოპყრობისკენ მოუწოდებენ.

მისივე თქმით, ამ საკითხის განხილვის დროს რომელიმე მხარის პოზიციაზე არ არიან და ვითარებას პოლიტიკურ ან იურიდიულ ჭრილში არ უყურებენ.

შეგახსენებთ, საქართველოში ვიზიტით ევროპარლამენტარები იმყოფებიან, დელეგაციის წევრები არიან – დევიდ მაკალისტერი, ვიოლა ფონ კრამონი, სვენ მიქსერი, ზელიანა ზოვკო, ასიტა კანკო და ტიერი მარიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g