ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია დღეს კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რა ფორმით ჩაერთვება გიორგი გახარია თვითმმართვლობის არჩევნებში და იქნება თუ არა ის თბილისის მერობის კანდიდატი.
გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას თავი არიდა და ამით კვლავ ბუნდოვანი გახადა მისი პოლიტიკური გეგმები.
შეგახსენებთ, გიორგი გახარია პრემიერობიდან 18 თებერვალს გადადგა, მიზეზად ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით გუნდთან არსებული უთანხმოება დააასახელა.