LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ალადაშვილი: ფაქტია, რუსებს რაც ჰქონდათ ჩაფიქრებული ვერ შეასრულეს, მათი მთავარი სამიზნე თავიდანვე კიევი იყო

402
BeFunky-collage (13)

უკვე მეორე დღეა უკრაინაში ომი მიმდინარეობს.

უკრაინის არმიის სახმელეთო ძალების პრესსამსახურის ინფორმაციით,რუსულმა საოკუპაციო ძალებმა დღეს რეკორდული დანაკარგი განიცადეს, განადგურებულია ათასზე მეტი ჯარისკაცი.

უკრაინისა და რუსეთის სამხედრო პოტენციალთან დაკავშირებით რადიო “ფორტუნას” ეთერში გადაცემაში “დღის თემა” სამხედრო ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ რედაქტორმა ირაკლი ალადაშვილმა ისაუბრა.

„დღის განმავლობაში საბრძოლო მოქმედებები ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, თუმცა მე არ დავუჯერებდი ინფორმაციას, გინდ რუსული, გინდ უკრაინული მხრიდან. ყველა ინფორმაცია არის გასაანალიზებელი.

მაგრამ, ფაქტია, რუსებს რაც ჰქონდათ ჩაფიქრებული ვერ შეასრულეს, მათი მთავარი სამიზნე იყო თავიდანვე კიევი, კიევის რაც შეიძლება სწრაფად აღება და იქ ხელისუფლების შეცვლა.

როგორ შეიძლება გაგრძელდეს უკრაინის კრიზისი და რა გავლენას მოახდენს რუსეთის შესაძლო ომი საქართველოზე

რუსეთმა გააკეთა ის, რაც თავის დროზე ჰიტლერმა, დილაუთენია დაესხა თავს უკრაინას, თანაც სხვადასხვა მიმართულებებიდან, როგორც ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან.

გამოიყენა დიდი რაოდენობის ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების რაკეტები და ასევე საზღვაო კალიბრები.

ამან, რა თქმა უნდა, მას ერთგვარი უპირატესობა მისცა, რადგან წყობიდან იქნა გამოყვანილი უკრაინის აეროდრომების უმეტესი ნაწილი და განადგურებული იქნა სტაციონალური რადიოლოკაციური სადგურები.

თუმცა, ეს მოსალოდნელი იყო, რომ რუსეთი ჰაერში უპირატესობას მალევე მიაღწევდა, თუმცა მთავარი ბრძოლები მაინც ხმელეთზე მიდის და უკრაინელები ხმელეთზე გმირულად მოქმედებენ, იყენებენ თანამედროვე შეიარაღებას, ბრიტანელებისგან გადაცემულ შეიარაღებას და ცდილობენ ამ რუსულ ჯავშანკოლონებს სერიოზული დარტყმა მიაყენონ და შედეგი ჩანს, მაგრამ ძალები, რა თქმა უნდა, ძალიან არათანაბარია, თავიდანვე რუსეთს უდიდესი უპირატესობა ჰქონდა. თავი რომ დავანებოთ ბირთვულ შეიარაღებას, უპირატესია რაოდენობაში.

ეს პირველი ტალღა იყო შეტევის და პირველი ეშელონის, მალე მეორე ეშელონიც დაეხმარება რუსეთს და შეიძლება მესამეც კი ჰქონდეთ.

აი ეს სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ასეა.

„ფორტუნას“ ეთერში ირაკლი ალადაშვილმა რუსეთის მიერ ჩერნობილის აღებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ იქ ბრძოლები საფრთხის შემცველია.

ჩემთვისაც აბსოლუტურად გაუგებარია რაში დასჭირდა იქ ბრძოლების გამართვა რუსეთს, მით უმეტეს ამ ზონაში.

სხვათა შორის თავიდან ამერიკის სადაზვერვო სტრუქტურებმა გაავრცელეს ინფორმაცია, იქ სპეციალურად იყო მითითებული, რომ თუ რუსეთი დაიწყება შეტევას ბელარუსის მხრიდან, ისინი აუვლიდნენ გვერდს ამ ჩერნობილის ზონას და ისე შეუტევდნენ კიევს.

მაგრამ აღმოჩნდა, რომ აქედანაც გაიარეს,“-აღნიშნა ალადაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები