ტელეწამყვან ირაკლი მაქაცარიაზე მისი და ლანა მაქაცარია გადაცემა „პრაიმშოუში” საუბრობს და აღნიშნას, რომ ის ბავშვობიდან ძალიან მშვიდი იყო.
„ირაკლი ბავშვობიდან იყო ძალიან მშვიდი, ყოველთვის აკონტროლებდა თავის სიტყვებს, ქცევებს…ჩვენს შორის არ არის ისეთი ურთიერთობა, რომ რაიმე დავუმალოთ ერთმანეთს.
მას აქვს ჩვევა, რომ არ უნდა ოჯახის წევრები, განსაკუთრებით დედა ანერვიულოს და პრობლემებზე არ საუბრობს. ურჩევნია საკუთარ თავში ჩაიკეტოს, ან მეგობრებთან ილაპარაკოს, ვიდრე ჩვენთან”, – საუბრობს ლანა მაქაცარია.