LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ჩიქოვანი: „აშშ-ს და EU-ს გადაწყვეტილება თავდაცვის სფეროში თანხების გამოყოფის შეჩერებაზე – დასანანი და გაუგებარი გადაწყვეტილებაა – დარწმუნებულები ვართ, მალე ეს გადაწყვეტილებები შეიცვლება“

133
ირაკლი ჩიქოვანი

თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის გადაწყვეტილება თავდაცვის სფეროში თანხების გამოყოფის შეჩერების თაობაზე, „არის საკმაოდ დასანანი და გაუგებარი გადაწყვეტილება“.

მან იმედი გამოთქვა, ორივე მხარე ძალიან მალე გადაწყვეტილებას შეცვლის. მისი თქმით, „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გარდა აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტს და თავდაცვის სამინისტროს აქვს მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.

ირაკლი ქადაგიშვილი:„საქართველოსთვის არავის არცერთი შეიარაღება არ მოუწოდებია. თუ რაიმე შევიძინეთ, ესეც საბაზრო ფასებით – გაშმაგებით გვებრძვიან, არ ასვენებთ პოლიტიკური შურისძიება, რადგან საქართველო მშვიდობას ინარჩუნებს“.

„რაც შეეხება თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში მიღებულ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, რომელიც უკავშირდება ერთი მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნების გადადებას, მეორე მხრივ, ევროკავშირის მხრიდან „მშვიდობის ფონდის“ რესურსების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, ეს ჩვენთვის საკმაოდ დასანანი და გაუგებარი გადაწყვეტილებაა.

იმიტომ, რომ წლების განმავლობაში თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში ჩვენ გვაქვს არაერთი წარმატებული შედეგი. შედეგი, რომელიც არის მნიშვნელოვანი, როგორც საქართველოსთვის, ასევე ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოებისთვის.

შალვა პაპუაშვილი: 2014-ში, 150 ჯარისკაცის გაგზავნით „ოცნებამ” EU-ის სამხედრო მისია გადაარჩინა

საერთაშორისო წვრთნებს, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ისინი ატარებენ, როგორც საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ყველა იმ სახელმწიფოსთვის, რომელიც ამ წვრთნებში მონაწილეობას იღებს, რადგანაც ერთი მხრივ, ეს ხელს უწყობს ჩვენი თავსებადობის გაზრდას, მეორე მხრივ, გამოცდილებას აძლევს უმაღლეს პროფესიონალ სამხედრო მოსამსახურეებს.

„აშშ საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლებიც საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს საფრთხეს უქმნის, სერიოზულად შეშფოთებულია“ – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოშია

„გამარჯობა! თბილისში ჩამოვედი, რათა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ქართველი ხალხის, მათ შორის მათი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებების მიმართ მხარდაჭერა დავადასტურო“ – ამის შესახებ ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ასევე, საშუალებას იძლევა, რომ თვალი გავუსწროთ ახალ გამოწვევებს და შესაბამისად, ამაზე გვქონდეს რეაგირება. ამასთან, გეტყვით იმას, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, დღესაც გვაქვს ძალიან ბევრი ფორმატი, რომელშიც ვთანამშრომლობთ აშშ-სთან და ასევე, მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვა იმას, რომ ამაზე განცხადებები აშშ-ს მხრიდან გაკეთდა.

„აშშ საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლებიც საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს საფრთხეს

თავდაცვის დეპარტამენტს და თავდაცვის სამინისტროს აქვს მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. რა თქმა უნდა, დარწმუნებულები ვართ, რომ ძალიან მალე ეს გადაწყვეტილებები შეიცვლება. ასევე, ჩვენ გეტყვით იმას, რომ ვაგრძელებთ მზადებებს სხვა საერთაშორისო სწავლებებისთვის.

მამუკა ხაზარაძე: „წვრთნების გაუქმება, ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერება, ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება – ეს ბოლო სამი დღის ამბებია, კიდევ აქვს ვინმეს კითხვები, სად მიჰყავს ბიძინას საქართველო?“

რაც შეეხება „ევროპის მშვიდობის“ ფონდიდან რესურსების გაყინვას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილებაც გადაიხედება. ეს რესურსები კონკრეტულ პროექტებთან იყო მიმართული, რომელიც უკავშირდებოდა ძირითადად არალეტალური იარაღის და საშუალებების გაძლიერებას საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის.

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალშიც შევძლებთ ამ პროგრამების ერთობლივ განხორციელებას“. – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

იაგო ხვიჩია: „არც აქამდე უნდა მიეცათ ფული სახელმწიფო უწყებებისთვის – შენ თუ მთავრობას აძლევ ფულს და ის ამ ფულს ხარჯავს, გამოდის, რომ დააფინანსე მთავრობა და არა ქართველი ხალხი“

ინფორმაციისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გაურკვეველი დროით გადაიდო.

გარდა ამისა, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განაცხადებთ, ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევრო გაყინა. როგორც მანვე დააზუსტა, „ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი, იქნება სხვა ნაბიჯებიც“.

magti 5g