ირაკლი ღარიბაშვილი – პირველ ეტაპზე იგეგმება ონლაინ კაზინოებისთვის გადასახადის გაზრდა, რეკლამის აკრძალვა, მომხმარებლების ასაკობრივი ზღვარის 25 წლამდე აწევა, მეორე ეტაპზე კი საერთოდ აკრძალვა

139
garibashvili

“ვფიქრობთ, გავზარდოთ გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა, ასევე 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი, მეორე ეტაპზე საერთოდ უნდა აიკრძალოს ონლაინ კაზინოები, მზად ვარ, ამის თაობაზე ღიად ვისაუბრო, პარლამენტთან აქტიურად ვიმუშავებთ,”-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კაზინოებთან დაკავშირებით პირველ ეტაპზე ფინანსთა მინისტრი წარადგენს საკანონმდებლო ინიციატივას.

პრემიერი: “საკმაოდ ლიბერალური გახდა კანონმდებლობა ნარკომანიის მიმართულებით…უნდა გამკაცრდეს ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვა, მე პირადად გავაკონტროლებ აღსრულების პროცესს“

„მილიარდ 500 მილიონი ლარი გაედინება ქვეყნიდან ონლაინ კაზინოების მეშვეობით, ჩვენი მოქალაქეები, ახალგაზრდები ყოველ დღე თამაშობენ ონლაინ კაზინოში და აგებენ ფულს. ეს თანხა შეადგენს მილიარდ 500 მილიონ ლარს. ამის თაობაზე მქონდა საუბარი ჩვენ ეკონომიკურ გუნდთან და ვფიქრობთ, რომ პირველ ეტაპზე ფინანსთა მინისტრი წარადგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გულისხმობს გადასახადების გაზრდას ონლაინ კაზინოების მფლობელებისთვის და მათგან აბსოლუტური უმრავლესობა არის უცხოური კომპანიები. საუბედუროდ, ჩვენი მოქალაქეების ფული უცხოეთში გაედინება. ეს არის მილიარდ 500 მილიონი ლარი და აქედან 99% პროცენტი არის გაჭირვებული მოსახლეობის, ვინც არ მუშაობს. ვფიქრობთ, გავზარდოთ გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა, ასევე 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი, მეორე ეტაპზე საერთოდ უნდა აიკრძალოს ონლაინ კაზინოები, მზად ვარ, ამის თაობაზე ღიად ვისაუბრო. პარლამენტთან აქტიურად ვიმუშავებთ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

მსგავსი თემები