LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: “საკმაოდ ლიბერალური გახდა კანონმდებლობა ნარკომანიის მიმართულებით…უნდა გამკაცრდეს ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვა, მე პირადად გავაკონტროლებ აღსრულების პროცესს“

79
249624124-0-92-1280-816-1920x0-80-0-0-5c0874bf2e8835a878e561c3ae2d0bf9

“უნდა გამკაცრდეს, ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვაც. ამის თაობაზე გვექნება საუბარი მთავრობის სხდომაზე და მე პირადად გავაკონტროლებ აღსრულების პროცესს,”-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კანონმდებლობა ნარკომანიის მიმართულებით საკმაოდ ლიბერალური გახდა.

„ონლაინკაზინოებს უკავშირდება ნარკომანია და ჩვენი ახალგაზრდების ჩართულობა ამ მეტად დამღუპველ მოძრაობაში. საკმაოდ ლიბერალური გახდა კანონმდებლობა ნარკომანიის მიმართულებით და ჩვენი ახალგაზრდები, ნაცვლად იმისა, რომ დაკავდნენ სპორტით, ისწავლონ, იმუშაონ, დაკავებული არიან მავნე ნივთიერებების მოხმარებით. ამიტომ უნდა გამკაცრდეს, მათ შორის, ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვაც. ამის თაობაზე გვექნება საუბარი მთავრობის სხდომაზე და მე პირადად გავაკონტროლებ აღსრულების პროცესს“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი – პირველ ეტაპზე იგეგმება ონლაინ კაზინოებისთვის გადასახადის გაზრდა, რეკლამის აკრძალვა, მომხმარებლების ასაკობრივი ზღვარის 25 წლამდე აწევა, მეორე ეტაპზე კი საერთოდ აკრძალვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები