LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ღარიბაშვილს ოცნება აუხდა: ქართველმა სამხედროებმა ახალი უნიფორმები მიიღეს (ვიდეო)

353
dgrngjgj

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ოცნება აიხდინა. ქართველ სამხედროებს ნატოს წამყვანი ქვეყნების სტანდარტის უმაღლესი ხარისხის ახალი უნიფორმა და ფეხსაცმელი აქვთ. სამხედროები „ლოვას“ და „ჰაიქსის“ მიერ დამზადებული ზამთრისა და ზაფხულის სამხედრო ფეხსაცმელით არიან უზრუნველყოფილი. უწყების გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, თავდაცვის ძალების 29 წლიანი ისტორიის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამხედრო სამსახურში მყოფი პირები მსგავსი ბრენდის უნიფორმაში იქნებიან ჩაცმული.

“მსოფლიო ბაზრის ლიდერი კომპანიების “ჰაიქსის“ და „ლოვას“ მიერ წარმოებული მაღალი ხარისხის სამხედრო ფეხსაცმელი წარმოებულია ექსკლუზიურად მხოლოდ ევროპული ნედლეულით, ინოვაციური და მაღალი ტექნოლოგიების მქონე გერმანულ საწარმოებში და აღჭურვილია მაღალი ხარისხის გორტექსის მასალით, რაც უზრუნველყოფს ფეხსაცმლის წყალგამძლეობას, ქარგაუმტარობას და ჰაერგამტარობას. ახალი ფეხსაცმელი წარმოებულია მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური სისტემების მქონე საწარმოში, რომელიც ასევე ამარაგებს გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდების, შვეიცარიის, პოლონეთის, თურქეთის,ბელგიის, ირლანდიის, დანიის და სამხრეთ კორეის შეიარაღებულ ძალებს.
მაღალი ხარისხის ქსოვილისგან დამზადებული, ცვეთაგამძლე უნიფორმა თავდაცვის ძალებში კიდევ ერთი სიახლეა. საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები სრულად არის უზრუნველყოფილი განახლებული და მაღალი ხარისხის, ნატოს წევრი ქვეყნებისა და აშშ-ის ჯარის უნიფორმის ქსოვილის შესაბამისი სტანდარტის, კომუფლირებული უნიფორმით – პიჯაკი, შარვალი, კეპი” – წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველაზე უკეთ ჩაცმული ჯარი – ირაკლი ღარიბაშვილის ოცნება

შეგახსენებთ, რომ 16 აპრილს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ოცნება კარგად ჩაცმული, ეკიპირებული და გაწვრთნილი ჯარი იყო. ამის შესახებ მინისტრმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ისაუბრა.  ღარიბაშვილმა განმარტა, რომ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანი რეფორმები და ღონისძიებები დაგეგმა, რომლის განხორციელებას საკუთარ გუნდთან ერთად აპირებდა.

 

https://www.facebook.com/GaribashviliOfficial/videos/696495414484309/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g