LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კირცხალია: „მთელი საქართველოს 98,9%-მა დაადასტურა როგორც ჩვენი ერის თავისუფლების ურყევი არჩევანი, ასევე, განსაზღვრა ერთიანი დამოუკიდებელი საქართველოს მომავალი“

125
ირაკლი კირცხალია

„31 მარტი საქართველოს პირველი პრეზიდენტის და ეროვნული გმირის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. მას დღეს 87 წელი შეუსრულდებოდა. სწორედ მის სახელს უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა და 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი, რომელმაც ერთიანი საქართველოს ნათელი და მტკიცე პოზიცია მსოფლიოს აჩვენა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში წერს.

„შეკითხვას – „ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“ მთელი საქართველოს ხმის მიცემის უფლების მქონე მოსახლეობის 98,9%-მა დადებითი პასუხი გასცა და ამით დაადასტურა როგორც ჩვენი ერის თავისუფლების ურყევი არჩევანი, ასევე, განსაზღვრა მომავალი ერთიანი დამოუკიდებელი საქართველოსი, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებებით და ეროვნული ინტერესების დაცვით, რასაც ყოველთვის პატივი უნდა ვცეთ.

„ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ისევ გამთლიანდეს და ჩვენს სახელმწიფოებრიობას საფრთხე არასოდეს დაემუქროს“, – წერს ირაკლი კირცხალია.

ირაკლი კობახიძე: „31 მარტი უახლეს ისტორიაში გამორჩეული დღეა! 1991 წლის 31 მარტს სრულიად საქართველომ, მათ შორის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობამ ერთსულოვნად საქართველოს სუვერენულ მომავალს მისცა ხმა“

🔻💬 „საქართველოს ეროვნული ინტერესების უპირველესობაზე დღესაც გვჭირდება ისეთივე ერთობა, როგორც 35 წლის წინ, 31 მარტს…

Posted by Fortuna News • ფორტუნას ახალი ამბები on სამშაბათი, 31 მარტი, 2026
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g