LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კირცხალია – წლები გავა და პოლიტოლოგიაში ერთ-ერთ ქეისად იქნება, თუ რას გაუძლო და რას უძლებს ჩვენი ქვეყანა უდიდესი ძალების მხრიდან 

225
ირაკლი კირცხალია

უნდა გაითავისოს ყველამ, რომ დღეს მსოფლიოში არის სუვერენული პოლიტიკის დრო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

კირცხალიამ აშშ-ის წინა ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოსთან დამოკიდებულებაზეც ისაუბრა და მას „აუხსნელი თავდასხმები“ უწოდა.

„კარგად ვხედავდით სრულიად გაუგონარ, აუხსნელ თავდასხმებს აშშ-ის წინა ადმინისტრაციისგან. ტრამპის პოლიტიკასთან გვაქვს ყველა პოლიტიკური ღირებულებებში თანხვედრა, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, მედიების მიმართ. იცით, რომ აშშ-ს ბევრი საგარეო გამოწვევა აქვს, ამ ყველაფერთან ერთად ვისმენთ რიტორიკას სუვერენული პოლიტიკის გატარების შესახებ მსოფლიოში. უნდა გაითავისოს ყველამ, რომ დღეს მსოფლიოში არის სუვერენული პოლიტიკის დრო, თუ ამას მხარს დაუჭერს აშშ ჩვენ მზად ვართ სუფთა ფურცლიდან დავაბრუნოთ ის საყრდენი საქართველოში, რომელი საყრდენიც ყოველთვის იყო – ამერიკის შეერთებული შტატები“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

ირაკლი კირცხალიას მიაჩნია, რომ ის რაც საქართველოს თავს ხდება, წლების შემდეგ პოლიტოლოგიაში ერთ-ერთ „ქეისად“ შევა.

„რაც ხდება ჩვენს თავს ალბათ, წლები გავა და პოლიტოლოგიაში ერთ-ერთ ქეისად იქნება, თუ რას გაუძლო და რას უძლებს ჩვენი ქვეყანა უდიდესი ძალების მხრიდან“, – აღნიშნა კირცხალიამ.

ირაკლი კირცხალია – ქვეყანა იმ აგენტურული სპირალიდან, რომელიც 2012 წლამდე იყო, გამოვიდა, საზოგადოება დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრებას მიეჩვია, ახლა მთელ მსოფლიოში სუვერენული პოლიტიკის დროა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები