LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „2028 წლისთვის საშუალო ხელფასი 3 500 ლარამდე გაიზრდება“

304
ირაკლი კობახიძე

„2028 წლისთვის საშუალო ხელფასი 3 500 ლარამდე გაიზრდება“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.

„ქართული ოცნების“ მაღალ რეიტინგს ორი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს, მშვიდობა და სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკურ განვითარებაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება“ – ირაკლი კობახიძე

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, 2012 წლისთვის ქვეყანაში საშუალო ხელფასი იყო 712,5 ლარი, ხოლო დღევანდელი მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 2005 ლარამდეა გაზრდილი.

პრემიერი: „მინიმუმ 130 მილიარდ ლარამდე გაიზრდება ეკონომიკა 2028 წლისთვის, ამის მთავარი წინაპირობა მშვიდობის შენარჩუნებაა“

„დასაქმებასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ხელფასების ზრდა და ამ კუთხითაც ჩვენ გვქონდა საკმაოდ რთული ვითარება – 712,5 ლარი იყო 2012 წლისთვის საშუალო ხელფასი ჩვენს ქვეყანაში. უკვე დღევანდელი მონაცემებით, ეს მაჩვენებელი არის გაზრდილი 2005 ლარამდე. 2000 ლარს გადააჭარბა ახლა ამ მაჩვენებელმა. არსებული ტენდენციების პირობებში 3 500 ლარამდე გაიზრდება 2028 წლისთვის საშუალო ხელფასი.

„მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ მოგვცა საშუალება, 4 წლის განმავლობაში ეკონომიკა დაახლოებით 40 მილიარდით გაგვეზარდა და ამ წლის ბოლოსთვის ჩვენი ეკონომიკა 90 მილიარდი ლარი იქნება“ – ირაკლი კობახიძე

პრემიერმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისას არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაშინ ქვეყნის ეკონომიკა 28 მილიარდ ლარზე ნაკლები იყო.

რაც შეეხება ამ მონაცემებს, ეს მონაცემები არის უტყუარი ერთი მარტივი მიზეზის გამო, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ 2024 წლის მონაცემებზე, ეს მაჩვენებლები არის ის, რაც აისახება საბოლოო ჯამში ქვეყნის ბიუჯეტში. ადამიანები იხდიან საშემოსავლო გადასახადს, იზრდება დასაქმებული ადამიანების რაოდენობა, იზრდება მათი ხელფასები, შემოსავლები და სწორედ ამით იზრდება ქვეყნის ბიუჯეტი. ეს მონაცემები არის აბსოლუტურად უტყუარი, ისევე როგორც პროგნოზი – 3 500 ლარი არის აბსოლუტურად რეალური პროგნოზი, რაზეც ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ 2028 წლისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე: გვაქვს ძალიან ამბიციური ამოცანა – 50 მლრდ ლარს გადააჭარბებს 2028 წლისთვის ქვეყნის ბიუჯეტი, რაც მოგვცემს ბევრად მეტი პროექტის განხორციელებისა და სოციალური უზრუნველყოფის პაკეტის გაფართოების შესაძლებლობას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g