„თეონა აქუბარდია ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ბაძავს, ეტყობა – ზრდილობის ზღვარს მიღმა გავიდა,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესის განხილვა მიმდინარეობს.
ირაკლი კობახიძემ თეონა აქუბარდიას მიმართა, რომ „მისმა პარტიამ“ უნივერსიტეტიდან გააგდო 2010 წელს იმისთვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები გააკრიტიკა.
„რაც შეეხება რადიკალური ოპოზიციის ერთადერთ წარმომადგენელს, რომელიც დღეს არის ამ დარბაზში წარმოდგენილი, თეონა აქუბარდიას, მის კითხვებს არ ვუპასუხებ.
კითხვა ეხებოდა იმას, მე სად ვიყავი თავის დროზე. მინდა გითხრათ, რომ თქვენმა პარტიამ უნივერსიტეტიდან გამაგდო 2010 წელს იმისთვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები გავაკრიტიკე,“ – მიმართა კობახიძემ აქუბარდიამ.
მის განცხადებას თეონა აქუბარდიამ ადგილიდან რეპლიკით უპასუხა, რაზეც ირაკლი კობახიძემ მას მიმართა: „უზრდელობა არ გეპატიება… მით უმეტეს „ნაციონალს“ არ ეპატიება უზრდელობა ამ სხდომათა დარბაზში,“ „ნაციონალების“ უზრდელობის ადგილი ამ სხდომათა დარბაზში არ არის. გაჩუმდი თეონა.“
ასევე იხილეთ:
სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მივიდა
არსად არ მივდივარ, არ გადავდგები, არ გადმოვდგები, ვიქნები იქ, სადაც ვიყავი, სადაც ვარ – პრეზიდენტი
„პრეზიდენტი უზრდელობს პარლამენტის წევრების მიმართ, 70 წლის ქალია და უზრდელობს“ – ირაკლი კობახიძე