LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „ბიჭები არ შეუშინდნენ და დადგნენ ორ ფეხზე, სწორედ იმიტომ, რომ ბიჭები ორ ფეხზე დადგნენ, ჩვენ მივაღწიეთ წარმატებას და გამარჯვებას“

146
ირაკლი კობახიძე

„ვიღაცები ცდილობენ, პროცესებიო სხვანაირად წარმართონ, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სპორტის აპოლიტიკურობას გავფრთხილდეთ“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, წლიური მოხსენებით გამოსვლის დროს განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, „სასურველია, ფეხბურთი პოლიტიკური კონტექსტისგან იყოს დაცლილი“.

ირაკლი კობახიძე: „კონკრეტულ ფეხბურთელთან დაკავშირებით სამარცხვინო სპეკულაციები იყო.. ფეხბურთელზე პოლიტიკური წნეხის მცდელობა მიუღებელია, თავის დროზე გუნდის დაყენებაში ერეოდა მაშინდელი მმართველი პარტია და როგორი იყო ფეხბურთის შედეგები, ყველას გვახსოვს“

„ბევრი ინტერპრეტაცია მიეცა ჩვენს საფეხბურთო წარმატებას, მათ შორის, ოპოზიცია ცდილობდა, თავისებური ინტერპრეტაციები მიეცა საფეხბურთო წარმატებისთვის.

სასურველია, ფეხბურთი დაცლილი იყოს პოლიტიკური კონტექსტისგან, ფეხბურთი არის ყველასი, თითოეული ფეხბურთელი არის ყველასი და ეს სფერო ასე უნდა დარჩეს.

ევროპის ჩემპიონატზე სამი ურთულესი მეტოქე გვყავდა, თუმცა ბიჭები არ შეუშინდნენ და დადგნენ ორ ფეხზე – გახსოვთ ეს ცნობილი მეტაფორა – სწორედ იმიტომ, რომ ბიჭები ორ ფეხზე დადგნენ, ჩვენ მივაღწიეთ წარმატებას და გამარჯვებას. სადაც დავდგებით ორ ფეხზე, იქ საქართველო გაიმარჯვებს“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე: „მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ჩვენს ფეხბურთელებს არ სჭირდებათ დამატებითი მოტივაცია, თუმცა მაქსიმალურ მოტივაციასაც სჭირდება წახალისება“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები