LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „ჩვენი დელეგაციის და მისი ხელმძღვანელის, თეა წულუკიანის დამსახურებაა ის, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე არ დამტკიცდა გადაწყვეტილება ქართული დელეგაციის არცნობისა და შესაბამისად, არჩევნების არაღიარების თაობაზე“

153
ირაკლილ კობახიძე თეა წულიკიანზე

მთლიანად დელეგაციამ და მისმა ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დაეცვათ ჩვენი ქვეყნის პოზიციები და მათი განსაკუთრებული დამსახურებაა ის, რომ არ დამტკიცდა გადაწყვეტილება ქართული დელეგაციის არცნობის შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ქართული ოცნება“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს

ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა ქართულ დელეგაციას ეროვნული ინტერესებისა და პოზიციების პრინციპულად დაცვისთვის.

„ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო ჩაატარა მთლიანად დელეგაციამ და მისმა ხელმძღვანელმა, პირველ რიგში, ქალბატონმა თეა წულუკიანმა. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ დაეცვათ ჩვენი ქვეყნის პოზიციები და მათი განსაკუთრებული დამსახურებაა ის, რომ არ დამტკიცდა გადაწყვეტილება ქართული დელეგაციის არცნობის შესახებ და შესაბამისად, არჩევნების არაღიარების თაობაზე. მინდა, თითოეულ მათგანს და პირველ რიგში თეა წულუკიანს გადავუხადო ამისათვის მადლობა, ჩვენი ეროვნული ინტერესებისა და პოზიციების პრინციპულად დაცვისთვის“, – განაცხადა პრემიერმა  გადაცემა „იმედის კვირაში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g