LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „იმედი გვაქვს, ის მუდმივი უკუსვლა, რომელსაც დღეს ევროპული სივრცე განიცდის, შემობრუნდება, ჩვენ გვინდა გავხდეთ ასეთი შემობრუნებული ევროკავშირის წევრი და არა ისეთის, რომელსაც დღეს ვხედავთ“

109
ირაკლი კობახიძე

„იმედი გვაქვს, ის მუდმივი უკუსვლა, რომელსაც დღეს ევროპული სივრცე განიცდის, როგორც დემოკრატიის, ისე ადამიანის უფლებების და ეკონომიკის კუთხით, შემობრუნდება“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკომისიის გაფართოებული ანგარიშის შეფასების დროს, ჟურნალისტებს განუცხადა.

„2024 წლის 1 სექტემბრიდან 2025 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდში, საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა მნიშვნელოვანი უკუსვლით აღინიშნა“ – რა წერია ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში

ირაკლი კობახიძის სიტყვებით, „გვინდა გავხდეთ ასეთი შემობრუნებული ევროკავშირის წევრი და არა ისეთი ევროკავშირის წევრი, რომელსაც ვხედავთ დღეს“.

„გვსურს 2030 წლისთვის გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა და იმედი მაქვს, მანამდე რადიკალურად შეიცვლება მდგომარეობა ევროკავშირში – დღეს საბჭოთა სტანდარტების დონემდეა დასული“ – ირაკლი კობახიძე

მისივე თქმით, არსებული ტრაგიკული მდგომარეობის გამოძახილია ის პრობლემები, რომელიც შექმნილი აქვს დღეს ევროკავშირს, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით.

„ზოგადად, არის ერთი დიდი უსამართლობა, რომელიც ასახულია ამ დოკუმენტში. უამრავი კონკრეტული დამახინჯებული ფაქტებია წარმოდგენილი ამ ანგარიშში, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოებას, ბუნებრივია, ექნება თავისი შეფასება. ეს დოკუმენტი მთლიანობაში ასახავს იმ ტრაგიკულ მდგომარეობს, რომელიც შექმნილია ევროპულ ბიუროკრატიაში. ზუსტად ამ ტრაგიკული მდგომარეობის, სუვერენიტეტის დაკარგვის შედეგია ის, რომ ევროკავშირის ეკონომიკა თუ იყო მსოფლიო ეკონომიკაში 30%, ახლა ეს არის ჩამოსული17,5%-ამდე. წლიდან წლამდე მცირდება ეს წილი. ტრაგიკული მდგომარეობის გამოძახილია როგორც ეკონომიკური პრობლემები, ისე პოლიტიკური პრობლემები, რომელიც შექმნილი აქვს დღეს ევროკავშირს, სწორედ ევროპული ბიუროკრატიის მიერ, სუვერენიტეტის დაკარგვის გამო.

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ტრაგიკული მდგომარეობა შეიცვლება და ის მუდმივი უკუსვლა, რომელსაც დღეს ევროპული სივრცე განიცდის, როგორც დემოკრატიის, ისე ადამიანის უფლებების და ეკონომიკის კუთხით, შემობრუნდება. ჩვენ გვინდა გავხდეთ ასეთი შემობრუნებული ევროკავშირის წევრი და არა ისეთი ევროკავშირის წევრი, რომელსაც ვხედავთ დღეს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე: „ბოლომდე დავიცავთ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში, დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღებისთვის უპირობოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელიცაა ამ ნაბიჯის გადადგმა, ეს არის ეროვნული მნიშვნელობის საქმე“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g