LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „მგონია, რომ სააკაშვილს აქვს ჭარბი კომფორტი და საავადმყოფოში ყოფნა არ ეკუთვნის“

167
კობახიძე და მიშა

„პარტია „საქართველოსთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს 4 მუნიციპალიტეტში კოალიცია აქვთ შექმნილი, მათი ალიანსი პიარული ტრიუკებით ვერ გადაიფარება“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძის განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, ღიმილის მომგვრელია, თუ ისინი [ენმ და „საქართველოსთვის“] ფიქრობენ, რომ „პიარული“ კუთხით ერთმანეთს გაემიჯნებიან, ეს ორივე პარტიის პოლიტიკურ შანსებს წაადგება.

„მოვუწოდებთ „ოცნებას“, შეწყვიტოს ეს წინასაარჩევნო სპექტაკლი – გადაიყვანოს სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში“ – დაუშვილი

„ფიქრობენ, რომ თუ ერთმანეთს პიარული კუთხით გაემიჯნებიან, ეს ორივე პარტიის პოლიტიკურ შანსებს წაადგება. რაც ღიმილის მომგვრელია, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ამ ორ პარტიას შექმნილი აქვს კოალიცია 4 მუნიციპალიტეტში.

„ამ "-----" (დაარქვით რაც გსურთ) მინდა ვუთხრა..“ - მიხეილ სააკაშვილი გახარიას პარტიას პასუხობს

პოლიტიკური ჯგუფის „საქართველოსთვის“ მოთხოვნას, პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნონ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ამას ხომ საზოგადოება ხედავს, რომელი პიარული ტრიუკებით უნდა გადაფარო ეს? მათ აქვთ შექმნილი კოალიცია 4 მუნიციპალიტეტში.

პირდაპირ ალიანსი აქვთ შექმნილი ოფიციალურად 4 მუნიციპალიტეტში, ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, პიარული ტრიუკებით მათი ალიანსი ვერ გადაიფარება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან მმართველი პარტიის თავმჯდომარე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას „სუპერ პაკის“ შექმნის შესახებ და აღნიშნა, რომ ადრე არსებობდა „ნათელაშვილის ფანჩატური, რომელიც მაშინდელი ოპოზიციის „სუპერ პაკი“ იყო, თუ მოხდება ამ ფანჩატურის აღდგენა, ეს იქნება მათი ახალი „სუპერ პაკი“.

„ხელისუფლება თუ შეიცვალა, მთელს ოპოზიციას თანამშრომლობა მოგვიწევს – სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანაზე პარტია „საქართველოსთვის“ განცხადება არის მავნებლური“ – გოცირიძე

„სააკაშვილი დრო და დრო ცდილობს გაითამაშოს დემენცია, რაც სინამდვილეში არ სჭირს, მაგრამ პერიოდულად ცდილობს, რომ ეს გაითამაშოს. ნუ არასერიოზულია, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი.

რაც შეეხება „სუპერ პაკს“, არ ვიცი, მათი პარტია – „ნაცმოძრაობა“ არის ჩამოსული 20%-ს ქვემოთ, სადღაც 15%-ზე არიან უკვე ჩამოსული, ეს არის მათი „სუპერ პაკი“ – ხაბეს, კეზერას, სააკაშვილის „სუპერ პაკი“.

თქვენ გახსოვთ, თავის დროზე არსებობდა ასეთი ნათელაშვილის ფანჩატური, რომელიც მაშინდელი ოპოზიციის „სუპერ პაკი“ იყო, თუ მოხდება ამ ფანჩატურის აღდგენა, ეს იქნება მათი ახალი „სუპერ პაკი“. მეტი რა უნდა ვთქვა ამ თემასთან დაკავშირებით არ ვიცი, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არასერიოზულია“, – თქვა კობახიძემ.

ზარქუა სააკაშვილზე: „ჯიგარი ჯანზეა, მადლობა „ვივამედს!“

პარტია „საქართველოსთვის“ მოთხოვნაზე, ექსპრეზიდენტის კლინიკიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ თქვა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება შესაბამისმა უწყებებმა უნდა მიიღოს.

„მე ამ კითხვაზე ვერ გაგცემთ პასუხს, ეს არის შესაბამისი უწყებების საქმე. მგონია, რომ სააკაშვილს აქვს ჭარბი კომფორტი იმიტომ, რომ მას არ ეკუთვნის, ობიექტურად, მე ასე მგონია, საავადმყოფოში ყოფნა.

„მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანის მოთხოვნა არის სამარცხვინო და ამორალური!“ – გვარამია გახარიას პარტიის მოთხოვნაზე

გამომდინარე იქიდან, მას არავითარი შესაბამისი დაავადება არ აქვს. ეს არის ჩემი შეფასება. ბუნებრივია, შესაბამისი უწყებები იღებენ ამ თემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს. შესაბამისად, მე არ მაქვს იმის კომპეტენცია, რომ ამ კითხვაზე პასუხი გავცე“. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g