LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: მივიღეთ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც მთლიანად აიკრძალა უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება

103
ირაკლი კობახიძე

მივიღეთ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც მთლიანად აიკრძალა უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა მუშაობს ძალიან მკაფიოდ და გამჭვირვალედ.

„ითქვა, რომ მიწებს ვყიდით უცხოელებზე, მინდა, შეგახსენოთ, რომ მივიღეთ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც მთლიანად აიკრძალა უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება. ჩვენ ვმუშაობთ ძალიან მკაფიოდ და გამჭვირვალედ.

ცხადდება ყველაფერთან დაკავშირებით ღია აუქციონები და სწორედ აუქციონების საფუძველზე იყიდება მიწები. რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კონსტიტუცია ზღუდავს ამ მიწების გასხვისებას უცხოელებზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე: „საქართველოში ძალიან ბევრი მიმართულებით არის სამუშაო ძალის სერიოზული დეფიციტი და რომ არა უცხოელი მუშახელი, არაერთი პროექტის გაჩერება იქნებოდა აუცილებელი“

ირაკლი კირცხალია: მთავარია დაცული იყოს მკაფიო ხაზი უკანონო მიგრაციასა და ქვეყანაში ლეგალურად მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g