LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს – რა თქმა უნდა, ორმხრივი შეხვედრებისთვისაც გამოვიყენებ ამ ღონისძიებას“

117
ირაკლი კობახიძე

„მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს. რა თქმა უნდა, ორმხრივი შეხვედრებისთვისაც გამოვიყენებ ამ ღონისძიებას“, – ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს სომხეთში ყოფნისას განუცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტზე დასასწრებადაა ჩასული.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ევროპისთვის დაკავშირებადობის თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს.

„მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს. რა თქმა უნდა, ორმხრივი შეხვედრებისთვისაც გამოვიყენებ ამ ღონისძიებას. მოკლედ, საინტერესო ღონისძიებაა და აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას. რაც შეეხება დაკავშირებადობის ნაწილში საქართველოს როლს, ამიერკავკასიის და განსაკუთრებით, საქართველოს როლი არის განსაკუთრებული. ჩვენ 7 ქვეყანას ვაკავშირებთ შავ ზღვასთან და შესაბამისად დასავლეთთან ეკონომიკური, სავაჭრო კუთხით. ბუნებრივია, ამაზე გვექნება აქტიურად საუბარი. საქართველოს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა დაკავშირებადობის თვალსაზრისით ევროპისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g