LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „მუსლიმ თანამოქალაქეებს გულითადად გილოცავთ რამადან ბაირამს და ნოვრუზ ბაირამს… განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავ საზეიმო ღონისძიებების გაუქმებისთვის, არასდროს დავივიწყებთ ამ ძმურ თანადგომას“

132
ირაკლი კობახიძე

„ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს მოგვიანებით, თუმცა გულითადად გილოცავთ რამადან ბაირამს და გაზაფხულის შემოსვლის დღესასწაულს – ნოვრუზ ბაირამს!“, – აღნიშნულ მიმართვას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე მისალოცი ტექსტით მუსლიმ თემს მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ მადლიერებას გამოხატავს გულწრფელი თანაგრძნობის, საერთო მწუხარების გაზიარებისა და ამ დღეებში საზეიმო ღონისძიებების გაუქმებისთვის.

„წელს ეს დღესასწაულები ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმეს პერიოდს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებასა და ეროვნული გლოვის დღეებს დაემთხვა.

განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავ მუსლიმი თემის მიმართ გულწრფელი თანაგრძნობის, ჩვენი საერთო მწუხარების გაზიარებისა და ამ დღეებში საზეიმო ღონისძიებების გაუქმებისთვის. ჩვენ არასდროს დავივიწყებთ ამ ძმურ თანადგომას.

სწორედ ჭირსა თუ ლხინში ერთად დგომაა ის მყარი საფუძველი, რომელსაც ჩვენი ერთობა ეყრდნობა. საუკუნეების განმავლობაში ჩვენი წინაპრები მხარდამხარ ქმნიდნენ საქართველოს ისტორიას და ჩვენც, დღევანდელი თაობები, ერთად ვაშენებთ მის უკეთეს მომავალს.

უწმინდესი ყოველთვის განსაკუთრებული პატივისცემითა და ძმური სიყვარულით ეპყრობოდა მუსლიმ თემს. იგი თავად იყო ურთიერთპატივისცემის, მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და ტოლერანტობის ცოცხალი მაგალითი. ჩვენს უმთავრეს მოვალეობად სწორედ ამ უდიდესი მემკვიდრეობის გაგრძელებას მივიჩნევთ.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულებს. მშვიდობას, ჯანმრთელობასა და ბარაქას ვუსურვებ თქვენს ოჯახებს!“ – აღნიშნულია ირაკლი კობახიძის მიმართვაში.

ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს მოგვიანებით, თუმცა გულითადად გილოცავთ რამადან ბაირამს და გაზაფხულის შემოსვლის დღესასწაულს -…

Posted by ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze on ორშაბათი, 23 მარტი, 2026
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები