„ოპოზიციამ გადაწყვიტა, წინასაარჩევნოდ გახდეს „პრორუსული“. ხალხს არაფერი ავიწყდება, მატყუარა პოლიტიკოსებს საზოგადოება მხარს არ დაუჭერს“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ლევილში განუცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს ყველაფერი ორმაგ სტანდარტებზე მეტყველებს.
„სულ მცირე 12 წელიწადი არცერთი არჩევნების წაგებას არ ვაპირებთ“ – ირაკლი კობახიძე
„ოპოზიციამ გადაწყვიტა, წინასაარჩევნოდ გახდეს „პრორუსული“. გახსოვთ, პრორუსულ ხელისუფლებად გვაცხადებდნენ იმის გამო, რომ არ დავაწესეთ სანქციები, ვიღებდით რუს ტურისტებს საქართველოში და ასე შემდეგ.
ასევე ნახეთაღნიშნულით პრემიერმა უპასუხა კითხვას, რომელიც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადებას ეხებოდა.
რის გამოც ჩვენ გვაცხადებდნენ პრორუსულ ხელისუფლებად, ახლა იმას საუბრობენ თავად. საუბრობენ, რომ უნდა ვიყოთ ხელგაშლილი რუსი ტურისტების მიმართ, არ უნდა დავაწესეთ სანქციები რუსეთის მიმართ და ასე შემდეგ.
დღეს ალბათ ყველამ მოისმინა პარლამენტის თავმჯდომარის ბრიფინგი ამ თემასთან დაკავშირებით. შალვა პაპუაშვილმა დეტალურად გაიხსენა თითოეული თემა, რომელიც იყო მიმართული იქითკენ, რომ საქართველო გამხდარიყო არა მხოლოდ რისკის ქვეშ მყოფი ქვეყანა, არამედ ჩართულიყო სამხედრო კონფლიქტში. ეს არის განცხადებები, არქივი, რომელსაც ეს პოლიტიკური ძალები ვერ გაექცევიან.
ისინი დღეს ხედავენ, როგორია საზოგადოების განწყობა. საზოგადოება აფასებს მიდგომას, რომელიც ჰქონდა ჩვენს ხელისუფლებას ამ ორი წლის განმავლობაში, რის გამოც ოპოზიციამ და მათმა მეგობრებმა პრორუსულ ძალად გამოგვაცხადეს და ახლა თავად გადაწყვიტეს, „პრორუსები“ გახდნენ და შესაბამისი განცხადებები გააკეთონ.
ეს ყველაფერი, ერთი – მეტყველებს ორმაგ სტანდარტებზე; და მეორე – გათვლებს აკეთებენ არასწორად. ჰგონიათ, რომ შეიძლება, ხალხი მარტივად მოატყუონ და ხალხს დაავიწყდეს ის, რაც ხდებოდა გასული ორი წლის განმავლობაში.
ხალხს არაფერი ავიწყდება, აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ისინი იმ 30 პროცენტამდე შედეგსაც ვერ მიიღებენ, რაც დღემდე ჰქონდათ რეიტინგების მიხედვით. რა თქმა უნდა, მატყუარა პოლიტიკოსებს საზოგადოება მხარს არ დაუჭერს“. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.