LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე პარლამენტში შს მინისტრისა და მთავარი პროკურორის დაბარების საჭიროებას ვერ ხედავს

95

შინაგან საქმეთა მინისტრისა და მთავარი პროკურორის პარლამენტში დაბარების საჭიროებას ვერ ხედავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გიორგი გახარიასა და შალვა თადუმაძის დაბარების საკითხი „ევროპულმა საქართველომ“ დასვა.

„ამ საქმეზე მტკიცებით ფორმაში საუბარი სწორი არ არის. მით უმეტეს იმ პირობებში, როცა ამ ეტაპზე, არათუ საფუძვლიანი ეჭვი, უსაფუძვლო ეჭვის საფუძველიც კი არ არსებობს. აქედან გამომდინარე, თუ მკითხავთ, ამ ეტაპზე ვერავის დაბარების საჭიროებას ვერ ვხედავ. ეს ჩემი პოზიციაა. თუმცა, იმ პირების პოზიციაა მთავარი, რომელსაც შესაბამისი საპარლამენტო სუბიექტი დაიბარებს. შუამავლად ვერ გამოვდგები, შეგიძლიათ, მათ მოუწოდოთ, რომ შესაბამისს მოსმენაში მონაწილეობა მიიღონ. ამ საქმეზე მტკიცებით ფორმაში საუბარს არ გირჩევთ. მით უმეტეს, ისეთი ბრალდებების წამოყენებას არ გირჩევთ, რომელსაც თქვენ აყენებთ. ეს ყველაფერი წარსულს 2012 წელს ჩავაბარეთ. ამ საკითხის განხილვის ადგილი ბიურო არ არის. რაზეც თქვენ საუბრობთ – ტოტალურ, ელიტურ და სისტემურ კორუფციასა და ძალადობაზე, ეს 2012 წლამდე ხელისუფლების ხელწერაა და წარსულს ჩავაბარეთ,“ – აღნიშნა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g