LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: სააკაშვილის ღირსების უფლება არანაირი ფორმით არ დარღვეულა

171
კობახიძე მიშაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ღირსების უფლება არანაირი ფორმით არ დარღვეულა.

როგორც მან მესამე პრეზიდენტზე გავრცელებული კადრების კომენტირებისას განაცხადა, 2012 წლის შემდეგ, ვითარება შეიცვალა და დღეს ადამიანებს განსხვავებულად ეპყრობიან, მათი უფლებები დაცულია.

„თქვენ ნახეთ ოროთახიანი პალატა, რომელშიც ის არის მოთავსებული. ნახეთ, როგორ ეპყრობა მას სამედიცინო პერსონალი და როგორ ეპყრობა ის სამედიცინო პერსონალს. ეს არის 2012 წლის შემდგომი მდგომარეობა. ეს გამოჩნდა ამ კადრებში. 2012 წლამდე ან საკანი რას ჰგავდა, ან საავადმყოფოს პალატა რას ჰგავდა, როგორ ეპყრობოდნენ ადამიანებს.

მდინარაძე სააკაშვილის კადრებზე: „ცნობილი ნარატივი კვდება, ტყუილი აღმოჩნდა - სპეცოპერაცია ჩავარდა“ 

როგორ მდინარაძემ აღნიშნა, „ეს სიმულაციების კასკადები მათთვის საინტერესო აღარ არის და სერიოზული არ შეიძლება იყოს“

ერთ-ერთი ყოფილი მინისტრი იხსენებდა, დრენაჟით გადაიყვანეს საავადმყოფოდან ციხეში და თქვენ მელაპარაკებით ადამიანის უფლებებზე. ნახეთ, რა პირობებშია პატიმარი, როგორ ექცევა ის სამედიცინო პერსონალს და როგორ ექცევა მას სამედიცინო პერსონალი, რა უფლებებზე ლაპარაკობთ.

თქვენ რომ ამბობთ ადამიანის უფლებების დარღვევას, ელემენტარულად შეაფასეთ, სად არის დარღვევა და სად არ არის დარღვევა. ამის შეფასების უფლება უნდა გქონდეთ. ჩემზე კარგად თქვენ არ იცით, რას ნიშნავს ღირსების უფლება. მიხეილ სააკაშვილის ღირსების უფლება არანაირი ფორმით არ დარღვეულა.“– განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამავე თემაზე:

„ადამიანი, რომელიც მოსახლეობას ხელისუფლების გამოყენებით ატერორებდა, იმავეს აგრძელებს.. კადრებმა დაადასტურა, რომ არ თანამშრომლობს ექიმებთან, არ იკვებება სრულფასოვნად“ – „ოცნება“ სააკაშვილის კადრებზე

თეა წულუკიანი: „არაერთი პატიმარი მინახავს, რომელიც შიმშილობდა, მაგრამ ასეთი სამ-საათიანი მორიგი სიმულანტობა არ შემხვედრია, როდესაც სისტემას ვმართავდი, მეტი სერიოზულობა მართებს პატიმარს“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები